Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

s1iit

ილია ზდანევიჩი : დღიურები. ავანგარდი (1900-1937) = Ilia Zdanevich : Diaries. Avant-Garde (1900-1937) / შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი. - თბ., 2016. – 178 გვ.

ISBN 978-9941-946806

ილია ზდანევიჩი გამორჩეული რენესანსული უნივერსალიზმით, ერთდროულად იყო ფუტურისტი, ლირიკული ლექსების ავტორი, ზაუმური პოეზიის აპოლოგეტი და თეორეტიკოსი, შუა საუკუნეების ხელოვნების მკვლევარი, რომანისტი, ფილოსოფოსი ... და კიდევ სხვა მრავალი სფეროს გამორჩეული ფიგურა. 

წიგნს წინ უძღვის ილია ზდანევიჩის დღიურების ჩანაწერები და ასევე ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ნანა შერვაშიძის ვრცელი მონოგრაფია - ავანგარდი : დრო... პერსონები... არტეფაქტები... ქართულ და ინგლისურ ენაზე, რაც თავად ამ წიგნზე დაწერილი ნარატივია. 

წიგნი წარმოადგენს გამოფენის კატალოგს, რომელმაც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებში დაცული ავანგარდული ხელოვნების ნიმუშები წარმოგვიდგინა. 

ამ ფერადად ილუსტრირებულ ალბომში მოცემულია ბილანიშვილის, ბობერმანის, ბრუნოს, გონჩაროვას, გუდიაშვილის, გურევიჩის, ვალიშევსკის, ვიტინგის, ვოლკოვის, ზდანევიჩის, კაკაბაძის, კანდინსკის, კიბრიკის, კრუჩიონიხის, ლარიონოვის, ლიჩინის, მალევიჩის, მილმანის, რედკოს, როზანოვას, ტიშლერის, ფალკის, ფიროსმანის, ქიქოძის, ქოჩარის, შევჩენკოს, შუხაევის ნამუშევრები და ასევე ბიოგრაფიული ცნობები მათზე ქართულ და ინგლისურ ენაზე.