Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დეპრესია და მისი ამოცნობის გზები


 დეპრესია არის ფსიქიკური აშლილობა, მსოფლიოში ყველაზე  გავრცელებული ფსიქიკური პრობლემა, რომელიც ყოველ მეოთხე ან მეხუთე ადამიანს  ჰქონია, ან ექნება ცხოვრებაში. დეპრესიას ახასიათებს
 ნეგატიური განწყობა, სევდა და დათრგუნულობა; ასევე გუნებისა და თვითშეფასების გაუარესება, ცხოვრების ინტერესის დაკარგვა. დეპრესია ადვილად განკურნებადია — პაციენტების 80% სრულად ინკურნება. თუმცა ძალიან მძიმე სახის დეპრესიამ შეიძლება ადამიანი დააუძლუროს ისე რომ მას მუშაობა არ შეეძლოს და თვითმკვლელობამდეც მიიყვანოს იგი. ამიტომ დეპრესიით შეპყრობილი ადამიანი აუცილებლად ექიმ ფსიქიატრს უნდა გაესინჯოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი !--break--> ადამიანი იკლავს თავს, და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი მოზარდებსა და 35 წელს ქვევით ახალგაზრდებში თვითმკვლელობაზე მოდის. დაახლოებით 10-20 მილიონი შემთხვევა კი საბედნიეროდ, არასასიკვდილო შედეგით მთავრდება.

დეპრესია შეიძლება განვითარდეს სულიერი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმის შედეგად. დეპრესია მოსდევს მუდმივ სტრესს, დაძაბულობას. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მკაფიოდ გამოხატული მიზეზი არ არსებობს.

თუ დასავლეთის ქვეყნებში დეპრესიულია მოსახლეობის მხოლოდ 15-17%, ჩვენში ეს მაჩვენებელი თითქმის 100%-ს უტოლდება. დიახ, ჩვენთვის დეპრესია თითქმის ნორმალური მდგომარეობაა. დეპრესიის გამო ბევრი ცხოვრების ნორმალური რიტმიდან ვარდება, სიცოცხლით ტკბობის უნარს, უფრო მეტიც - სიცოცხლის აზრს კარგავს.  დეპრესია თითქმის ყველას გამოუცდია, მაგალითად, საყვარელი ადამიანის სიკვდილის ან სიყვარულში იმედგაცრუების შემდეგ. ასეთ დროს ადამიანს გუნება-განწყობა უქვეითდება, ძილი ერღვევა, იპყრობს აზრი, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს, განიცდის უსაგნო, უსაფუძვლო შფოთვას, გულგრილი ხდება ყველასა და ყველაფრის მიმართ. დეპრესიის წყაროა სტრესი, სამსახურის დაკარგვა, ზედმეტად მძიმე და დამღლელი სამუშაო, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, სასიყვარულო სამკუთხედი, ქრონიკული დაავადებები...

დეპრესიის ნიშნები ძალიან მრავალფეროვანია. კლასიკურად კი სამი ძირითადი ნიშანი იკვეთება:

ü  -  დაქვეითებული გუნებაგანწყობა.

ü   -  ასოციაციური პროცესების შენელება, როდესაც ადამიანი აზრების სიმცირეს განიცდის. მაგალითად, 5 წუთის მანძილზე თუ ჩვეულებრივ ვამბობთ 100 სიტყვას, დეპრესიის დროს სიტყვების რაოდენობა მცირდება, ხშირად ლაპარაკის სურვილი სართოდ ქრება, თავში აზრები არ მოდის.

ü   - მოძრაობების შეფერხება, დეპრესიის დროს ადამიანს სამსახურში, მეგობრებში, გასართობად და .. სიარულის სურვილი უქრება. ურჩევნია, მთელი დღის განმავლობაში ლოგინში იწვეს.

დეპრესიის ყველა ამ ნიშნიდან სხვა ნიუანსებიც იკვეთება. ეს არის სიამოვნების განცდის უნარის დაკარგვა. ხშირია, როდესაც ადამიანს, რომელსაც ვარჯიში, თევზაობა, ქსოვა ან სხვა ნებისმიერი საქმიანობა სიამოვნებას ანიჭებდა, მაგრამ დეპრესიის დროს ის ვეღარაფერს განიცდის, არაფერი უხარია.ცნობილია, რომ მზის სხივები ახდენს გარკვეულ გავლენას დეპრესიაზე. რაც უფრო მოკლე დღეა, მით მაღალია დეპრესიის მაჩვენებელი.

დეპრესიული მდგომარეობა ყველაზე ხშირად თვეების მანძილზე გრძელდება. ხშირია, როდესაც დეპრესია ბიპოლარული აფექტური აშლილობის შემადგენლობაში გვევლინება. ამ დროს დეპრესიას პერიოდულად საპირისპირო განწყობები (მანიაკალური მდგომარეობა) ენაცვლება– ადამიანი მხიარულია, ასოციაციები მოჭარბებული აქვს, უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობს. ასეთი საპირისპირო ფაზები ერთმანეთს  სხვადასხვა პერიოდულობით ენაცვლება. არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც დღის განმავლობაში მანიაკალური და დეპრესიული ფაზები რამოდენიმეჯერ ენაცვლება ერთმანეთს.

ჯანმრთელობის პრობლების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს როგორც ბიოლოგიური ფაქტორები, გენეტიკა, ასევე, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები.მაგალითად, მარტოხელდა დედა, რომელსაც აქვს სოციალური პრობლემები, რის გამოც მისი შვილი შეიძლება მშიერი დარჩეს, მუდმივად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება. დიდი შანსია, რომ მას გუნებ-განწყობა გაუფუჭდეს და ამ ყველაფრისკენ იქნას მიდრეკილი.

ადამიანს შესწევს უნარი, განკურნოს თავისი სხეულის ნებისმიერი დაავადება, თუ იგი ღრმად გააცნობიერებს საკუთარ პრობლემებს.  ადამიანის ფიზიოლოგიური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ორივე კი იმაზე, როგორია, რამდენად ჯანსაღია მათი ოჯახური ცხოვრების წესი. დეპრესიულ ადამიანს იერით ადვილად გამოარჩევთ: ის შებოჭილია, საუბრობს ხმადაბლა, თავი დახრილი აქვს, გამომეტყველება - მგლოვიარე, სევდის გამომხატველი, უმეტესად მხრებში მოხრილია, დაბნეული გამოხედვა აქვს და საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ადამიანის შთაბეჭდილებას ახდენს. მისი ფიქრები ერთადერთ საგანს დასტრიალებს - რომ ვერასოდეს მომჯობინდება, რომ მისი მდგომარეობა უიმედოა, რომ ის სხვას ტვირთად აწევს და რომ გამოსავალი მხოლოდ მის სიკვდილშია. ასეთი განწყობა, ბუნებრივია, გავლენას ახდენს ახლობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობაზე.

ქალებში დეპრესია ორჯერ უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში. მისგან არც ბავშვები არიან დაზღვეულნი. ასე რომ, დეპრესია ადამიანს ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს. მამაკაცები ხშირად საკუთარ თავსაც არ უმხელენ, რომ დეპრესია მოერიათ, ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას კი აგრესიით, აზარტული თამაშებითა და ალკოჰოლით ებრძვიან. ასეთი მამაკაცების ამოცნობა მათთვის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებით არის შესაძლებელი: აღგზნებული გამომეტყველებით, მოუსვენარი ქცევით, ზოგჯერ - არაადეკვატური განცდებით. ბავშვებში დეპრესია ხშირად გამოიხატება ქცევის აშლილობით - გამომწვევი ქცევით, კონფლიქტურობით, ხეტიალისადმი მიდრეკილებით. ბავშვებზე განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მშობლების სულიერი მდგომარეობა. თუმცა `ოპტიმიზმით აღსავსე~ მშობლებსაც შეიძლება ჰყავდეთ დეპრესიული შვილი. გენეტიკური მიდრეკილება კი დაავადებას არ ნიშნავს; მისი გამოსწორება შესაძლებელია. დეპრესიული ბავშვი იერითაც განსხვავდება თანატოლებისგან. ის სევდიანი თვალებით, მოდუნებული სხეულით, პასიურობით, შენელებული მოძრაობით იპყრობს ყურადღებას. მის ამ მდგომარეობას ამჩნევენ მეგობრები, მასწავლებლები... ასეთ ბავშვს გარშემო მყოფებმა უნდა აგრძნობინონ, რომ ყოველი ახალი დღე სიხარულის მომტანია, რომ ცხოვრება ლამაზი სიურპრიზებით არის სავსეჯანმრთელობა, უპირველეს ყოვლისა, ფსიქოლოგიური კომფორტია.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დეპრესიით დაავადებულ მოზარდთა რიცხვი დღიდან დღემდე იზრდება. მოზარდთა ფსიქოლოგიური კრიზისის ძირითადი მიზეზებია: 
) ახლობელი ადამიანის ან ცხოველის სიკვდილი; ახლობელი ადამიანის თვითმკვლელობა ან მკვლელობა; კონფლიქტი მშობლებთან; მშობლების განქორწინება; უიღბლო სიყვარული; ოჯახის წევრის დაპატიმრება; საცხოვრებლის ან სკოლის შეცვლა; მშობლის დიდი ხნით გამგზავრება საზღვარგარეთ
) ფსიქოლოგიური და ფიზიკური უსაფრთხოების დაკარგვა; ომი; გადატანილი სქესობრივი, ფიზიკური, ემოციური ძალადობა ან უგულებელყოფა (ოჯახში, სკოლაში, სხვა გარემოში); გამოცდების შიში; ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი.განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ ახლობლის გარდაცვალებისას.

დაბადებიდან -  3 წლამდე დეპრესია შეიძლება გამოვლინდეს ჭამის პრობლემებში, ფიზიკური ზრის შეფერხებაში, რომელსაც იდენტიფიცირებადი ფიზიკური პრობლემები არ გააჩნია, თამაშის მიმართ გულგრილობაში, დადებითი ემოციებისა და გრძნობების სწავლის უუნარობაში.3-5 წელიხიფათიანობა, ფობიები, უაზრო გადაჭარბებული შიშები, ბავშვმა არ იცის ტუალეტის წესების დაცვა; ზედმეტად იხდის ბოდიშებს უმნიშვნელო შეცდომების გამო. 6-8 წელიბავშვი ავლენს აგრესიულ ქმედებებს, აქვს გაურკვეველი ფიზიკური ჩივილები, მიჯაჭვულია მშობლებზე და ვერ იტანს უცხო, ახალი ხალხის გარემოცვას. 9-12 წელიაწუხებს არაჯანსაღი იდეები, ზედმეტად ღელავს სკოლის სამუშაოზე, უძილობა; მუდმივად ადანაშაულებს საკუთარ თავს მშობლების იმედგაცრუებისთვის.იმ შემთხვევაში, თუ ეს სიმპტომები მძაფრ ხასიათს ატარებს და გრძელდება თვეების განმავლობაში საჭიროა სპეციალისტს მივმართოთ.რაც შეეხება თინეიჯერებს ,შეიძლება ითქვას , რომ ამ ასაკში დეპრესია საკმაოდ რთული პრობლემაა. ამ დროს მოზარდები ხდებიან აგრესიულები , მათ დეპრესიას მხოლოდ ოჯახსა და სკოლაში როდი მოჰყვება პრობლემებიმათ შეიძლება მიმართონ ნარკოტიკებს და ჩაიდინონ კრიმინალური დანაშაულიც. ზოგი თინეიჯერი საკუთარი თავისადმი ძულვილსაც კი განიცდის.ამიტომ საზოგადოება უნდა იყოს ამ საკითხში გათვითცნობიერებული, რომ გაუგოს დეპრესიულ ან თუნდაც უხეშ თინეიჯერებს.მოზარდებში თვითმკვლელობა გარდაცვალების მესამე წამყვანი მიზეზია ინციდენტებისა და მკვლელობების შემდეგ.

არსებობს დეპრესიისაგან თავის დაღწევის, შემსუბუქებისა თუ თავიდან არიდების ხერხები:

მეტად ენდე მეგობრებს და ოჯახის წევრებს: გაუზიარე მათ შენი პრობლემები, მოუყევი ის რაც გაწუხებს და რასაც ფიქრობ, შეიძლება მათგან გამოსავალის გზები ვერ გაიგო მაგრამ მთავარია მათ კარგად მოგისმინონ.ეს არის დასაწყისი დეპრესიისგან თავის დაღწევის.

დაკავდი ისეთი საქმიანობით სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს: როცა ხვდები რომ იწყებ ცუდ ხასიათზე დადგომას დაკავდი რაიმე ისეთი საქმიანობით სადაც ბევრი ხალხი ტრიალებს.

მოიშორე ცუდი აზრები: როდესაც ცუდ ხასიათზე ხარ და რაიმეზე ნერვიულობ, ეს ყველაფერი ჩაიწერე ფურცელზე. როდესაც იქნები უკეთეს ხასიათზე წაიკითხე ეს ყველაფერი და გაანალიზე ეს ყველაფერი მართლაც სანერვიულო იყო თუ არა.

ძილი: ეცადე ყველანაირად რომ გეძინოს 8-9 საათი, ძილის ნაკლებობა ან გადამეტება ხშრად იწვევს ცუდ ხასითსა და ნერვების დაზიანებას.

საჭირო მზის სხივები: მზისა და სინათლის ნაკლებობა დეპრესიას უფრო ამძაფრებს. ეცადე ყოველ დღე დაიტოვო ცოტა დრო გასეირნებისათვის, ნახევარი საათი ან ერთი საათიც კი საკმარისი იქნება შენი გამოსაჯამრთელებელი კურსისათვის.

ცხოველზე მზრუნველობა: ადამიანურ ურთიერთობებს ვერაფერი ვერ შეცვლის მაგრამ ძალიან კარგია ასეთ დროს ცხოველების ყოლა და მათზე ზრუნვა. მათთან ურთიერთობაში გადაგაქვს ყურადღება და ხვდები რომ ისინი დაუცველები არიან და სჭირდებათ შენი გვერდით დგომა.

ჯამრთელი საკვები: ჯამრთელი კვება სასიკეთოა როგორც შენი ფიზიკური ასევე სულიერი მდგომარეობისთვის. ეცადე დღეში ჭამო 3-4ჯერ მაგრამ ცოტ-ცოტა. მოერიდე ზედმეტ მარილსა და შაქარს. ჭამე მეტი ხილი და ბოსტნეული.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დეპრესიის სიმპტომებია: უძილობა, მოუსვენარი ძილი, უმადობა, დაღლილობა, დაბნეულობა, ინტერესთა სფეროს შევიწროება, სექსუალური აქტივობის დაქვეითება, მიდრეკილება თვითმკვლელობისკენ. დეპრესიის ამოცნობა ზოგჯერ ძნელია, ვინაიდან ადამიანებს სჩვევიათ, ავადმყოფური სიმპტომები ყოფით სირთულეებს მიაწერონ. ხშირად გაიგონებთ, რომ ამა და ამ კაცს აქვს უფლება, დეპრესია ჰქონდეს, რადგან მან მძიმე განსაცდელი გადაიტანა, თუმცა ეს არასწორი მიდგომაა. თინეიჯერულ სუიციდთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი ნიშნები და რისკ ფაქტორები მოიცავს: დეპრესიას, თვითმკვლელობის მცდელობას, ბოლო ხანებში განცდილ ზარალს, გამუდმებით სიკვდილზე ფიქრს და ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკების მოხმარებას. ხშირ შემთხვევაში, როცა მოზარდი გეგმავს თვითმკვლელობას, ის იძლევა სიტყვიერ მინიშნებებს,ისეთს, როგორიცაა: “აღარაფერი მაინტერესებს”, “უჩემოდ უკეთესად იქნებით” “აღარ შეგაწუხებთ” და ა.შ. მან შეიძლება უცებ გააჩუქოს მისთვის უსაყვარლესი ნივთი, ან მოულოდნელად ხანგრძლივი უხასიათობის შემდეგ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დადგეს.

მიუხედავად იმისა, სპეციალისტის ჩართულობა ხშირად შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ სუიციდის რისკის ქვეშ მყოფი და დეპრესიისაკენ მიდრეკილი ადამიანის დახმარება და მისი ემოციური მხარდაჭერა  ახლობელ ადამიანებსაც შეუძლიათ. აღსანიშნავია, რომ ფსიქოთერაპიის წარმატებასაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული  სწორედ ოჯახის, მეგობრების მხარდამჭერი ქსელის არსებობაზე. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ავტორი: თინათინ კოტიშაძე