Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კონფორმულობა და საზოგადოება


 
თავისი სოციალური ბუნებიდან გამომდინარე ადამიანი სოციუმის გავლენას უნდა დაემორჩილოს და ემორჩილება  კიდეც.

   კონფორმულობაში იგულისმხება სოციალური მოლოდინების შესატყვისი ქცევა  და შეხედულებები, რასაც ინდივიდის ან ჯგუისგან მომდინარე ზეწოლა იწვევს.

    კონფორმულობა შეიძლება  განვიხილოთ როგორც:
    1. საზოგადოების ნორმებისადმი მიდევნება
    2. ჯგუფური ან ინდივიდუალური ზეწოლის კუთხით.

   ნორმები საზოგადოების მოლოდინებია თუ როგორი უნდა იყოს ქცევა კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაში. ისინი შეიძლება ატარებდნენ დანაწესების სახეს, ქცევისა, რომელიც უნდა შესრულდეს ან აკრძალვების სახეს, ქცევისა რომელიც არ უნდა მოხდეს.

   ზნე-ჩვეულებები ისეთი ნორმებია, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობისათვის არის მნიშვნელოვანი ხოლო კანონები ის ნორმებია, რასაც საზოგადოება ფორმალურად ადგენს და რომლის შესრულებასაც კატეგორიულად მოითხოვს. რატომ ვემორჩილებით საზოგაოებრივ ნორმებს? იმიტომ, რომ ჩვენი ნორმები ეფუძნება საერთო ღირებულებებს ანი ეთიკურ პრინციპეპებს, ასევე იმიტომ ვემორჩილებით მათ რომ გვსურს ავირიდოთ ნეგატიური სანქციები (ჯარიმები) და პოზიტიური სანქციები (ჯილოდები) მივიღოთ.

   ნომრბის მიმღებლობის ხარისხი მუდმივად იცვლება, და  ამდენად დროსთან ერთად ნორმებიც იცვლის სახეს. ამრიგად ნორმები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოციალური წესრიგის შენარჩუნებაში. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ნორმებს ყველა ერთნაირად არ იზიარებს და !--break--> რომ ნორმებიც დროთა განმავლობასი იცვლება.

   ჯგუფური ნორმების მიმართ კონფორმულობას საზოგადოების ნორმებისადმი კონფორმულობას მსგავსი პროცესები განაგებს. ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილებები ხშირად ზიარი ჯგუფური ნორმების ნაყოფია.

   ეტალონურია ჯგუფი, რომელთანაც ადამიანი თავს აიგივებს. ეტალონური ჯგუფი გვანიებს საკუთარი  რაობის განცდას გვეხმარება განვსაზღვროთ  ჩვენი პირადი ღირებულებები, შეხედულებები, ნორმები რეფერანტულია ის ჯგუფები, ვის შეხედულებებსაც ადამიანი პატივს სცემს;  ჯგუფები, რომელთა წვერობას ადამიანი ესწრაფვის და ჯგუფები რომელთანაც აკავშირებს ერთგულება.

რეფერანტული ჯგუფებს ძირითადად აქვს ორი ფუნქცია: 1 რეფერანტული ჯგუფი ასრულებს ნორმატულ ფუნქციას თუკი იგი უწესებს სტანდარტებს თავის ინდივიდუალურ წევერებს და მათ შესრულებას ითხოვს. 2. რეფერანტული ჯგუფი ასრულებს შედარების ფუნქციას თუკი ჯგუფის წევრები მას მე-სა და სხვების ქცევის, განწყობების და პიროვნულ ნიშანთა შეფასების სტანდარტად იყენებენ. ამას მოწმობს მაგ. საკუთარი თავისთვის დასმული კითხვა: "რამდენად ნიჭიერი ვარ ჩემ მეგობრებთან შედარებით?"

    სოციალური შედარების თავის ცნობილ თეორიაში ლეონ ფესტინგერი ამტკიცებს, რომ ადამიანი იძულებულია მოიხმოს სხვა ადამიანთა შეხედულებები, რაკი ფიზიკური საშუალებით უშუალო გაზმოვით შეხედულებების შემოწმება შეუძლებელია. ხოლო თუ არ ვფლობთ ინფორმაციას, თუ რას ფიქრობენ სხვები, ვახდენთ არარსებული კონსენსუსის ფაბრიკაციას რასაც „ მცდარი ერთსულოვნების“ ფენომენი ეწოდება.

   ცვლილება რომელიც არ ეფუძნება  ადამიანის ნამდვილ შეხედულებებს, დაყოლა ანუ დამთმობლობა, განსხვავდება შეხედულების ნამდვილი ცვლილებისგან ანუ კონვერგენციისგან თვითონ კონვერგენციის სხვადასხვა სახე არსებობს ეს არის იდენტიფიკაცია (ადამიანის ნამდვილი შეხედულების შეცვლა, დამყარებული სურვილზე მიუერთდეს სხვა ჯგუფს) და ინტერნალიზაცია (ადამიანის ნამდვილი შეხედულების შეცვლა დამყარებული ჯგუფის ღირებულებათა მიღება-გაზიარებაზე) ამდენად, განასხვავებენ სოციალური გავლენის სამ სახეს: დაყოლა ანუ დათმობლობას, იდენტიფიკაციას და ინტერნალიზაციას.

  დამთმობლობა - სოციალური გავლენის პირდაპირი ფორმაა. დამთმობლობასთან გვაქვს საქმე როდესაც ინდივიდი თავის ქცევას სხვა ადამიანის მოთხოვნით ცვლის. დამთმობლობას განაპირობებს კონფორმული ქცევისთვის ჯილდოს მიღების ან სასჯელის არიდების მოლოდინი.

  იდენტიფიკაცია- სოციალური გავლენის მეორე სახეა, სოციალური გავლენა გამოწვეული მეორე ადამიანთან ან ჯგუფთან კარგი ურთიერთობის დამყარებისა და შენარჩუნების სურვილით. იდენტიფიკაციის დროს კონფორმულობის აქტი ადამიანს კმაყოფილებას ანიჭებს, რადგანაც მას სასურველი ურთიერთობა მოაქვს.

  ინტერნალიზაცია - სიციალური გავლენაა, რომელიც წარმოიქმნება როდესაც ჯგუფის იდეები ან მოქმედებები გავლენის ობიექტის თვალში თავისთავადი ღირებულებების მქონეა.

  ფილიპ ზიმბარდოს „ციხის ექსპერიმენტული სიმულაცია“ ზღვარგადასული კონფორმიზმის  დემონსტრირებაა. მასში პატიმრების ანდა ზედამხედველების როლში მყოფ ცდისპირთა  „დეინდივიდუალიზაციამ“ ანუ ანონიმურობით გამოწვეულმა საკუთარ ქცევაზე ანგარიშვალდებულების ნაკლებობამ გამოიწვია „როლში სრული ჩაძირვა“  რასაც ერთის მხრივ, სისასტიკე ხოლო მეორეს მხრივ სრული პასიურობა მოჰყვა.    

ავტორი: ელენე ხინველი