Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ძალადობა და მისი გამოვლენის ნიშნები

img-19732-1322846936

ძალადობა, სამწუხაროდ, აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად მის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებებისა, ძალადობის რიცხვი ძალიან მაღალია. მასში არ მოიაზრება მხოლოდ ფიზიკური ძალადობა, ის შიძლება იყოს  ემოციური, სექსუალური და ასევე უგუველყოფა. საჭიროა გვქონდეს მეტი ინფორმაცია, იმისთვის რომ დროულად აღმოვაჩინოთ ძალადობის ნიშნები და შევატყობინოთ შესაბამის ორგანოს მის აღსაკვეთად. გახსოვდეთ, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლს იცავს კანონი!

თავდაპირველად ვისაუბროთ იმაზე, თუ რა იწვევს ძალადობას. თავდაცვის მექანიზმი გადატანა ძალადობის ერთ-ერთი წყაროა, აგრესია გადაგვაქვს მასზე, ვისზეც გვაქვს ძალაუფლება. მაგ. მამაკაცს სამსახურში კამათი მოუვიდა უფროსთან, მან ვერ გასცა პასუხი მას , რადგან სამსახურის დაკარგვის შეეშინდა, სახლში დაბრუნებული ცოლს ეკამათა, ცოლმა კი აგრესია ბავშვზე გადაიტანა. და აი ბავშვი, ახალი პოტენციური მოძალადე, რომლის მიმართ ძალადობაც პირველ რიგში უნდა აღიკვეთოს. ძალადობის მსხვერპლი ხდება მოძალადე და პირიქით, ხშირად მოძალადეები არიან ძალადობის მსხვერპლნი. ოჯახში ძალადობა ბავშვებსა და მოზარდებს უნგრევს სტაბილურობიისა და უსაფრთხოების განცდას, რაც წესით ოჯახმა უნდა უზრუნველყოს.

იმისათვის რომ გავარკვიოთ არის თუ არა ბავშვი ძალადობის მსხვერპლი, ჩვენ შგვიძლია უბრალოდ დავაკვირდეთ მას, გავესაუბროთ. ბავშები ხშირ შემთხევაში მალავენ ძალადობის ფაქტს მისი გამეორების შიშით და ამ ნიშნებს ავლენენ ქცევაში, ჩვენ უნდა მივცეთ მათ საშუალება საკუთარი თავი გამოხატონ საუბრის, თამაშის თუ წერითი დავალებების საშუალებით. მაგ. სკოლის მოსწავლემ ხატვის გაკვეთილზე დახატა ბიჭუნა, რომელსაც ჰქონდა მუცელი გაჭრილი, მასწავლებელი ამ ფაქტმა დააეჭვა და მისი გასინჯვისას აღმოაჩინა რომ მასზე ძლადობდნენ და მასაც ჰქონდა მუცელზე დანის ნაიარევი. ეს მაგალითი ვფიქრობ ნათლად გვიჩვენებს რატომ არის აუცილებელი დავაკვირდეთ თითოეულ საეჭვო დეტალს, ამით შესაძლოა არა მხოლოდ აგრესია შევაჩეროთ, არამედ მისი სიცოცხლეც კი გადავარჩინოთ.  ძალადობის ძირითადი ნიშნებია ღამის კოშმარები, მუდმივი წუხილი შესაძლო საფრთხის გამო, გაშეშება და სხვა, იმის შესაბამისად თუ რა სახისაა ძალადობა.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, გამოყოფენ ბავშვთა მიერ ძალადობის ოთხ ტიპს, ესენია:

● ფიზიკური ძალადობა

● ემოციური ძალადობა

● სექსუალური ძალადობა

● უგუვებელყოფა

შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ბავშვზე ფზიკურად ძალადობენ, თუკი მას აქვს სისხლჩაქცევები, სხვადასხვა ფერის ჩალურჯებები, დამწვრობის კვალი, შეშუპება. ასევე მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ბავშვი ფრთხება ადამიანის მოულოდნელ მოძრაობაზე, ეშინია მოზარდი ადამიანების, ფრთხება, როდესაც ვინმე ტირის, აქვს უსიცოცხლო და გაყინული მზერა, ხაზგასმით დამჯერი, მორჩილი და პასიურია. ეს და სხვა მახასიათებლები დაგვეხმარება რომ აღმოვაჩინოთ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ბავში, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ძალადობის სხვა ტიპები.

ემოციური ძალადობა -  როგორც კვლევები უჩვენებენ, ფსიქოლოგიურ ძალადობას ძალიან დიდი ზიანი მოაქვს გრძელ ვადაში და კიდევ უფრო დამანგრეველია, ვიდრე ფიზიკური ძალადობა, რადგანაც იგი აზიანებს ადამიანის ფსიქიკას, ანუ მთლიანად პიროვნებას. მასში შედის შეურაცხყოფის მიყენება, კრიტიკა, შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, მანიპულაცია, იზოლაცია, დაცინვა და სხვა. მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხყოფა ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და საზოგადოებას შორის, იწვევს დაბალ თვითშეფასებას და არასრულფასოვნების კომპლექსს.  ემოციური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ახასიათებთ მეტყველების დარღვევები, დეპრესია, ტყუილი, ნერვოზული ქცევები, პასიურობა, თვდაჯერებულობის ნაკლებობა და სხვა. ასეთი ბავშები თითქოს გამოთიშულნი არიან აქტივობებს, რომლებშიც თანატოლები არიან ჩართულნი და ამჯობინებენ ჩრდილში ყოფნას.

სექსუალური ძალადობა - ფიზიკური ძალადობის ფორმაა. იგი მოიცავს როგორც სქესობრივ აქტს, ასევე შეხებას და ფერებას. ბავშვები უფრო ხშირად უარყოფენ ამ ფაქტს, როდესაც მოძალადე ოჯახის წევრია. სექსუალური ძალადობის  ნიშნებია: პერიოდული ტკივილები მუცლის არეში, ვერ იტანს თვის ან საპირისპირო სქესს, არ უყვარს თავისი სხეული, ასაკისთვის შეუფერებელი სექსუალური ცოდნის გამოვლინება, თანატოლებთან ურთიერთობის თავის არიდება და სხვა. 

უგუვებელყოფა - ბავშვის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა მშობლის ან მეურვე პირის მხრიდან. მისი გამოვლენის ნიშნები: ჰიგიენური ნორმების დაუცველობა, ხარბი ჭამა, თვითდაზიანება, ქრონიკული დაავადებები, შეუფერებელი ტანსაცმელი,თვითშეფასების დაბალი დონე.

ბავშვთა მიმართ ძალადობას აქვს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი შდეგები. პირველ რიგში იგი მთლიანად ამახინჯებს ბავშვის ცხოვრებას, მის პიროვნებას. ხდება მისი ფიზიკური დაზიანება და ზოგ შემთხვევაში გარდაცვალებაც კი. ძალადობის სხვა ტიპებს კი უფრო გრძელვადიანი შედეგები აქვს ბავშვის ცხოვრებაში. საჭიროა გამოვიჩინოთ მეტი ყურადღება და გულისხმიერება, რადგან პატარები დაუცველები არიან, რითიც ხშირ შემთხვევაში სარგებლობენ,  და მათ ჩვენი  დახმარება სჭირდებათ. 

ავტორი: თეონა დემეტრაშვილი