Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საქართველოს საექსპორტო პერსპექტივები და შემაფერხებელი მიზეზები

ცნობილია, რომ ექსპორტი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს ეკონომიკისთვის. განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. ეჭვგარეშეა, რომ ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება ისეთი საქონლის წარმოება, რაც ნაკლებ დანახარჯებთან და მეტ მოგებასთან იქნება დაკავშირებული.

საქართველოსთვის, როგორც განვითარებადი ქვეყნისთვის, ამ თვალსაზრისით ალბათ სოფლის მეურნეობის საექსპორტო პერსპექტივებზე ყურადღების გამახვილება იქნება საინტერესო.

წინამდებარე ნაშრომის მიზანს წარმოადგენს სწორედ სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო პერსპექტივების  ხელშეწყობა და მისთვის ხელისშემშლელი პირობების განხილვა.

პირველ რიგში შევჩერდებით განვითარებადი ქვეყნების საექსპორტო შემოსავლის არასტაბილურობის მიზეზებზე: 1.ნედლეულზე ფასების მერყეობა, რაც გამოწვეულია მასზე მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობის ცვლილებით. 2.ექსპორტის სასაქონლი პროდუქციის მაღალ ხარისხი. 3.ექსპორტის გეოგრაფიული კონცენტრაცია.

 ნედლეული, საქართველოს იმპორტის სტრუქტურაში  უმნიშვნელო ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი (ტექნოლოგიები და მანქანა-მოწყობილობები). ბუნებრივია, რომ საქართველოში იმპორტის სასაქონლო სტრუქტურა უფრო მეტად უნდა იყოს ორიენტირებული საწარმოო ძალათა განვითარებაზე, რაც საექსპორტო ბაზრის განვითარების საფუძველი გახდება. ამისათვის ადგილობრივი წარმოების განვითარება უპირველეს პრიორიტეტად უნდა განისაზღვროს.

გეოგრაფიული კონცენტრაციის თვალსაზრისით,საქართველოს საექსპორტო არეალი  რუსეთის ბაზრით შემოიფარგლებოდა, რაც გარდა იმისა, რომ არასაკმარისი იყო, ახასიათებდა მერყეობაც და არასტაბილურობაც. ევროკავშირის რატიფიცირების გაფორმების შედეგად, რასაკვირველია, საქართველოს გაუჩნდა საექსპორტო არეალის გაფართოების დიდი შანსი, თუმცა ევროპულ ბაზარზე საქონლის გატანა დაკავშირებულია გარკვეულ სტანდარტებთან, რასაც ჩვენი ქვეყანა ვერ შეესაბამება, ამ პერსპექტივას ზღუდავს თუნდაც ფიტოსანიტარული და მცენარეთა დაცვისა და პირუტყვის დაავადებათა კონტროლის არარსებობა. ამ მხრივ კონტროლის გამკაცრება ევროკავშირის ერთ-ერთი პირობაა ევროზონის ბაზრის მეტი ღიაობისთვის. ლიბერალური ეკონომიკის მხარდამჭერთა მხრიდან ამ კონტროლის არსებობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის საგანია, თუმცა შეთანხმების მიღწევა და ოქროს შუალედის გამონახვა, ვფიქრობთ, სულაც არ არის შეუძლებელი ისევე, როგორც ევროსტანდარტებთან გატოლება.

საექსპორტო შემოსავლების მერყეობა აიხსნება იმ ფაქტით, რომ ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურა ორიენტირებულია ექსპორტზე. განვითარებადი ქვეყნების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა არასაკმარისად ეფექტურია სახელმწიფოს ბიუჯეტზე საექსპორტო შემოსავლის მერყეობის გავლენის შესამსუბუქებლად. უნდა აღინიშნოს, რომ საექსპორტო სექტორის დიდ წილად მოდის განვითარებადი ქვეყნების დამატებითი ღირებულებები, რაც იწვევს წონასწორობის დარღვევას ეროვნულ ეკონომიკაში.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობას მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვს. ევროკავშირის ბაზრისთვის პერსპექტიულია ქართული თხილის, კაკლის, ნატურალური და მინერალური წყლების, ციტრისებისა და სხვათა ექსპორტი. აქ დიდი მნიშვნელობა აქვს, სავაჭრო ეკონომიკური მასშტაბების გაზრდას, რასაც მხარეებს შორის სავაჭრო რეჟიმის შემოღება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

რა თქმა უნდა, არსებობს მაღალი რისკი, რაც ახასაითებს საექსორტო ოპერაციებს შიდა ბაზარზე ოპერაცებისგან განსხვავებით და ძალზე მაძაფრი კონკურენცია. ამ დროს ექსპორტიორი კომპანია ებმება კონკურენტულ ბრძოლაში არა მხოლოდ ადგილობრივ მწარმოებლებთან, არამედ ყველა არსებულ იმპორტიორთან. მხედველობაშია მისაღები სახელმწიფოებს შორის არსებული საკანონმდებლო განსხვავებები, მომხმარებელთა სხვადასხვა დამოკიდებულება კულტურული, სოცილური და სხვა.

საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა არაა. ამირომაც, ხშირად საქონლის შემოწმებას ევროკავშირის საბაჟოზე 2-3 დღე სჭიდება, რაც უარყოფითად აისახება მალფუჭებად პროდუქციზე, სწორედ ეს წამოადგენს ერთ-ერთ შემაფერხებელ პრობლემას, ვინაიდან როგორც უკვე აღვნიშნეთ საქართველოს საექსპორტო პროდუქცია ორიენტირებულია სოფლის მეურნეობაზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია კი მხოლოდ გარკვეული დროის მანძილზეა ვარგისიანი.

ქართული პროდუქციის პრობლემაა ასევე სიძვირე. ევროპაში ქართული ღვინის გატანა, ტრანსპორტირების ხარჯებსა და იქ არსებულ მაღალ გადასახადებთან ერთად პროდუქციას კონკურენტუუნაროს ხდის. მაგალითად, ადგილობივი ჩეხური ღვინო თითქმის 6-ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ქართული საექსპორტო პროდუქცია. ქართული ექსპორტის ევროპილი პერსპექტივა პირველ რიგში სტანდარტიზაციისა და სერტიფიცირების პრობლემის მოგვარებას უკავშირდება და როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, ყველაზე მოკლე გზა ამ მიმართულებით საქართველოში საერთაშორისო აღიარების მქონე უცხური სასერტიფიკაციო ფილიალების სრულფასოვანი ამუშავება და სათანდოდ აღჭურვილი ადგილობრივი ლაბორატორიების საერთაშორისო აკრედიტაციაა.

აღსანიშნავია ფაქტი, რომლის თანახმადაც საქართველოს პოლიტიკა საგარეო ვაჭრობაში მეტად ლიბერალურია. საქართველოს კანონმდებლობის თანხმად, ექსპორტი და რეექსპორტი განთავისუფლებულია საბაჟო გადასახადისგან.  გამომდინარე იქედან, რომ 1997 წლის 1 სექტემბრიდან საქართველო იყენებს დამატებული ღირებულების დაბეგვრას დანიშნულების ქვეყნის პრინციპით, ექსპორტი საქართველოდან დღგ-თი არ იბეგრება.

ცხადია, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ იყოს ერთ-ერთი ძლიერი ექსპორტიორი ევროპული სახელმწიფო, ვინაიდან ჩვენი ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. რაც მთავრია ჩვენი პროდუქცია ნატურალურია, სწორედ ეს განაპირობებს ჭარბ მოთხოვნას ქართულ ნაწარმზე. ფაქტორები, რომლებიც აბრკოლებენ საერთაშორისო ბაზარზე ქართული წარმოების დამკვიდრებას გასათვალისწინებელია, რადგან მხოლოდ მათი გამოსწორების შემთხვევაში მივიღებთ გაცილებით მეტ მოგებასა და მაქსიმიზაციას. ექსპორტის ხვედრითი წილის ზრდა ქვეყნის ეკონომიკაში განაპირობებს ბიუჯეტის ზრდას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ქვეყნის განვითარების დონეზე. 

ავტორი: ნინო ქარდავა