Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სიღარიბის დონე საქართველოში

          რა არის სიღარიბე? სიღარიბე - ეს არის საზოგადოებისთვის ფინანსური სახსრების უკმარისობა სრულფასოვანი ცხოვრებისათვის.

თანამედროვე სამყაროში არ არსებობს სიღარიბის საყოველთაო ნიშნული. იგი ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია. მაღალგანვითარებული სახელმწიფოებისთვის იგი არის დაბალი დონის ნაკლებადგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. სიღარიბე გულისხმობს განათლების, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნაკლებობას. ოჯახების უმეტესობას არ გააჩნიათ სრულყოფილი კვება. ადამიანის კეთილდღეობას თუ ხარჯებით შევაფასებთ, მაშინ იგი ღარიბად ითვლება, თუ მისი შემოსავალი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. 2013 წელს საარსებო მინიმუმმა მიაღწია (ივნისში) 149,7 ლარს, 2014 წელს - 149,6 ლარს, 2015 წლის მიხედვით - 161,4 ლარს, ხოლო 2016 წელს 157,1 ლარს. ამის გათვალისწინებით, სიღარიბის დონე - საარსებო შემწეობის მიმღების მოსახლეობის წილი 2013 წელს 9,7% იყო, 2014 წელს 11,6%, ხოლო 2015 წელს 10,1%. რა თქმა უნდა, რეალური სურათი განსხვავებულია და ის უფრო მეტ ადამიანს მოიცავს, რასაც სავალალო შედეგებამდე მივყავართ. ასევე, მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ ამ მოვლენების ფონზე - ლარი უფასურდება, პროდუქცია ძვირდება. ოფიციალურ საარსებო მინიმუმთან მიმართებაში დათვლილი სიღარიბის ინდიკატორები სხვა  მეთოდოლოგიებით დათვლილი სიღარიბის მონაცემებისაგან რადიკალურად განსხვავდება (ეს მეთოდოლოგიებია: სიღარიბის დონე მედიანური მოხმარების 60 და 40 პროცენტის მიმართ, აბსოლუტური სიღარიბის ინდიკატორი დღეში 2.5 აშშ დოლართან მიმართებაში, სიღარიბის დონე გამოთვლილი ცხოვრების სტანდარტის გაზომვის კვლევიდან (LSMS) და ..).

რაც შეეხება ჯინის კოეფიციენტს, რაც ნიშნავს მაღალ შემოსავლიან და დაბალ შემოსავლიან მოსახლეობას შორის უთანაბრობას, მან 2013-2014 წელს - 0,4% და 2015 წელსაც იგივე მაჩვენებლი დარჩა - 0,4%. რაც ნიშნავს ამ „ორ მოსახლეობას“ შორის ფინანსური რესურსების გადანაწილების დიდ უთანაბრობას.

სიღარიბის დონე იწვევს სოციალურ უთანაბრობასა და არასტაბილურობას. სიღარიბის მაჩვენებლეთან ერთად განვიხილოთ უმუშევრობის დონეც: 2013 წელს 14,6% იყო, 2014 წელს - 12,4%, 2015 წელს კი 12% შეადგინა. როგორც ვხედავთ, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. თუმცა ეს არ არის სანუგეშო საქართველოს მოსახლეობისათვის, თუ მხედველობაში მივიღებთ სიღარიბის დონეს.

სიღარიბის დონე, ისევე როგორც უმუშევრობის დონეს, ნულამდე ვერასდროს დავიყვანთ, მაგრამ შესაძლებელია მისი შემცირება. საქართველოში სიღარიბის აღმოფხვრის, სამუშაო ადგილების შექმნისა და უმუშევრობის შემცირების მიზნით, სახელმწიფომ აქცენტი ორივე მხარეზე _ მოთხოვნასა და მიწოდებაზე უნდა გააკეთოს. მოთხოვნის მხარეს საჭიროა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და თანამედროვე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. ეს მოითხოვს საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გაძლიერებას (საკუთრების უფლების უსაფრთხოება, ხელშეკრულების პირობების დაცვისა და კონკურენციის ხელშეწყობა) და არაპროგნოზირებადი და არასტაბილური პოლიტიკის გატარებაზე უარის თქმას. მიწოდების თვალსაზრისით, საქართველოს სჭირდება განათლებისა და გადამზადების (ტრეინინგების) სისტემის რეფორმირება, რათა გაძლიერდეს ქვეყნის შესაძლებლობები, უპასუხოს სწრაფად ცვალებადი საბაზრო ეკონომიკის საჭიროებებს. ეს პროცესი გულისხმობს განათლების ხელმისაწვდომობის, მისი ხარისხისა და შინაარსის გაუმჯობესებას. მართალია სახელმწიფო აფინანსებს პროფესიულ განათლებას, მაგრამ უნდა მოხდეს მისი აქტიური პიარი, პოპულარიზაცია, აუცილებელია სტრატეგიული ობიექტების, ქარხნების ამუშავება, როგორიცაა: დასავლეთ საქართველოში არსებული ფეროშენადნობის ქარხნის ამუშავება, მინერალური რესურსების გონივრული გამოყენება-აღორძინება, მანგანუმისა და ქვანახშირის წარმოების უზრუნვეყოფა შესაბამისი ტექნიკა-იარაღით, ქართული ხე-მასალის დამუშავების გააქტიურება, ქართული ქვების,  მაგალითად: გრანიტის, ბაზალტის, მარმაირლოს მოპოვება-დამუშავებს და ა.შ. როგორც ეს ხდება იტალიაში. აუცილებელია არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე ყურადღების გამახვილება, არამედ ადგილობრივი ბიზნესმენების დაინტერესება, რათა შეიქმნას შესაბამისი ეკონომიკური გარემო, გაჩნდეს სამუშაო ადგილები, მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის (რა თქმა უნდა, განსაკუთრებით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი) დასაქმება და ა.შ.

ყოველივე ზემოხსენებული ხელს შეუწყობს სოციალური უთანაბრობის, სიღარიბის დონის, უმუშევრობის შემცირებას.

ავტორი: ხათუნა თაბაგარი