Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

57blp
ხუბაშვილი, ია (ლეილა). იეზუიტების ორდენი = Khubashvili, Ia (Leila) Society of Jesus = Chubashvili Ia (Leila) La Compagnia di Gesù / რედ. მ. პაპაშვილი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა,  2016. – 429 გვ.

ISBN978-9941-10-163-2(2009)

ISBN978-9941-13-520-0

 

ნაშრომში განხილულია სასულიერო ორდენებს შორის ერთ-ერთი უძლიერესი ორგანიზაციის - იესოს საზოგადოების (იეზუიტთა ორდენის) გენეზისი და ევოლუცია, მისი საქმიანობის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროპის ისე აღმოსავლეთის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

იესოს საზოგადოებამ ტრიდენტის კრებიდან დაწყებული თავისი ბედი პაპობას დაუკავშირა, ორდენი ჩამოყალიბდა, როგორც ეკლესია ეკლესიის წიაღში თავისი პაპით, მიტროპოლიტებით, ტაძრებით და ა.შ.  ორდენმა თავისი არსებობის მანძილზე უდიდესი როლი შეასრულა არა მარტო მეცნიერების, კულტურულ-საგანმანათლებლო და მისიონერულ საქმიანობაში, არამედ პოლიტიკის სფეროშიც და დღესაც წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

ამის ნათელი მაგალითია პაპობის ორიათასწლიანი ისტორიის ერთერთი თვალსაჩინო და გამორჩეული ფიგურა, პირველი გამორჩეული პაპი ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელიც 2013 წლის 13 მარტს ტახტზე ავიდა ფრანცისკ პირველის სახელით. მან უკვე წარმატებით შეცვალა ვატიკანის საშინაო და საგარეო პოლიტიკა.

ნაშრომის მიზანია როგორც აპოლოგეტების, ესევე, ოპონენტების პოზიციების შეჯერება და მისი  საქმიანობის ობიექტური შეფასება.

ნაშრომის შესავალი წერილი წარმოდგენილია ქართულ და იტალიურ, რეზიუმე იტალიურ და ინგლისურ ენებზე. წიგნს ერთვის ბიბლიოგრაფია და საძიებელი.