Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

k2j8n
ქართველი მწერლები - ბიოგრაფიები, ხელნაწერები, ფოტოები / რედ.: ნ. კერესელიძე, მ. დაუშვილი. - თბ.: ნოტა-ბენე, 2016. – 400 გვ. 
ISBN 978-9941-0-8447-8

წიგნში გამოყენებულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და გ. ლეონიძეს სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწ. მუზეუმში დაცული მასალები. 
წინამდებარე წიგნი ერთგვარი კრებულია ცნობილი ქართველი მწერლების ბიოგრაფიების, ხელნაწერების, ფოტოებისა და სურათებისა. ალბომი „ქართველი მწერლები“ ნოტა ბენეს საჩუქარია მკითხველისთვის, სადაც გაცოცხლებულია XVII-XX საუკუნის ქართული მწერლობის ერთგვარი ისტორია.
წიგნი გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ ჩვენს წარსულსა და მომავალზე. გამოცემა ერთი მხრივ ბიოგრაფიული დეტალებითა და ფოტომასალითაა მდიდარი, მეორე მხრივ კი სავსეა საინტერესოდ მიმოხილული ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებით, ქართული ლიტერატურის ხელშეუხებელი კლასიკოსების უკნიკალური ნაწარმოებებით.
გამოცემის ავტორები ითვალისწინებენ ქრონოლოგიურ პრინციპს. წიგნი მოიცავს ოცდაცხრა ავტორს, მათ შორისაა: სულხან-საბა ორბელიანი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ლორთქიფანიძე, ტიციან ტაბიძე, გიორგი ლეონიძე, მირზა გელოვანი და სხვა. უკეთ თუ დავაკვირდებით მივხვდებით, რომ ხაზი გრძელდება მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ჩათვლით. წიგნის შემოქმედებითი ჯგუფი თვლის რომ საბჭოთა საქართველოს ავტორებს საჭიროა სხვა, სრულიად ცალკე გამოცემა მიეძღვნას. 
წიგნს მეტ უნიკალურობას სძენს ის ჩართული ორიგინალი ტექსტები, ხელნაწერები, რომელთა დედანი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. ესაა ნაწარმოებთა პირველი გამოცემები, რომლებიც უკვე საუკუნეებს მოითვლის. ქართველ მკითხველს ბევრი მათგანის ხილვის შესაძლებლობა ამ გამოცემით პირველად ეძლევა. აქვეა ლიტერატურის მუზეუმში დაცლი მწერალთა თანამედროვე მხატვრების მიერ დახატული უნიკალური პორტრეტები. (ზ. გოგოლაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ალ. ბეჟბუქ-მელიქოვი, უ. ჯაფარიძე, მ. თუმანიშვილი, ტ. გამცემლიძე და სხვ). ასევე  ცნობილი ფოტო-ხელავანების მრავალი უნიკალური მასალა (ალ. როინაშვილის, ალ მიხაილოვის და სხვ არქივიდან). 
წიგნი დაიბეჭდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.