Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი არჩევითი საგანი – ”მსოფლიო კულტურა”

6-9 სექტემბერს ”მსოფლიო კულტურის” სწავლებასთან დაკავშირებით, ტრენინგები დედაქალაქის, სამეგრელოს,  იმერეთის, კახეთისა და ქართლის 14 საპილოტე  სკოლის  პედაგოგებმა გაიარეს. ტრენინგში XI  კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ,  ისინი ”მსოფლიო კულტურას” საპილოტე სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან შეისწავლიან.

 პედაგოგებს ტრენინგი    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურულ მეცნიერებათა ინსტიტუტის სპეციალისტებმა და ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ექსპერტებმა ჩაუტარეს.

”მსოფლიო კულტურის” საგნობრივი პროგრამა ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის საგნობრივი სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ახალი არჩევითი საგანი მიმდინარე სასწავლო წელს პილოტირებას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის.12 საჯარო და 2 კერძო სკოლაში გაივლის.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]