Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

 

პროკლე დიადოხოსი - პლატონური ფილოსოფოსი. კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი. თარგმანი, წინასიტყვაობა და განმარტება იოანე პეტრიწისა = Proclus Diadochus – Platonic Philosopher. Elements of Theology. Translation, Introduction and Comments by Ioane Petritsi

I. ხელნაწერი H-1337 ფაქსიმილური გამოცემა = Manuscript H-1337 Facsimile Edition  / რედ.-გამომცემელი დამანა მელიქიშვილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - თბ., 2016. – 55+120 გვ.

ISBN 978-9941-9452-2-9

II. დიპლომატური გამოცემა = Diplomatic edition / ტექსტი გამოსაც. მოამზ. დამანა მელიქიშვილმა, ნათია მიროტაძემ; რედ.-გამომცემელი დამანა მელიქიშვილი, კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. - თბ., 2016. – 720 გვ. 

ISBN 978-9941-9452-6-7

წარმოგიდგენთ მეტად საინტერესო პროექტს პროკლე დიადოხოსის კავშირნი ღმრთისმეტყუელებითნი. ეს წიგნი დაფინანსებულია რუსთაველის ფონდის მიერ და ითვალისწინებს ხელნაწერის ფაქსიმილურ H-1337, ხელნაწერის ტექსტის დიპლომატიურ H-1337, და 1248 წ. სიმეონ პრანძაჰანქელის მიერ ქართულიდან სომხურ ენაზე შესრულებული თარგმანის გამოცემას. ეს კომპლექსური გამოცემა შეავსებს ხარვეზს მკვლევარისათვის ქართული ტექსტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. 

I და II წიგნი იდენტურად იხსნება თვითონ პროკლეს „ხელნაწერის თავგადასავალის“ ძიებით, ანუ დ. მელიქიშვილისა და ნ. მიროტაძის ტექსტუალური მიმოხილვები უფრო სიღრმისეულად წარმოგვიდგენენ ტექსტის დედანის წაკითხვამდე არსებულ იდეოლოგიურ რაკურსს. 

I წიგნში მოცემულია ხელნაწერის დასკანერებული ვერსიაც. მკითხველი მთლიანად საინტერესოდ მოგზაურობს იქაურ სამყაროში და უშუალოდ განიცდის ყველა იმ ნიუანსს, რასაც შუასაუკუნეობრივი თეოლოგიის გზა ეწოდება, ამასვე გულისხმობდა ფაქსიმილური გამოცემის იდეაც.

II წიგნში განხილულია პეტრიწისეული ენა და სტილი, ასევე მისი მთარგმნელობითი, თეოლოგიური და პედაგოგიური მეთოდოლოგია. ამ ნაწილში უკვე ხელნაწერის ტექსტის დიპლომატიური ვარიანტია, ანუ თანამედროვე ქართული ანბანით დაწერილი პროკლეს ტექსტია გადმოცემული. წიგნს წინ უძღვის დაწვრილებითი განმარტებები ტექსტში არსებული ასო-ნიშნებისა, აზრობრივი მონაკვეთების დააბზაცებები, დაქარაგმების ტიპის შემთხვევათა ნუსხა და სხვა მრავალი აუცილებელი განმარტებები, რაც მკითხველს ტექსტთან მიახლოების მაქსიმალურ საშუალებას აძლევს. 

წიგნში წინასიტყვაობები წარმოდგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე. ერთვის დამოწმებული წყაროებისა და ლიტერატურის ნუსხა.