Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ra81mdmpxj

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა. წგ. IV (კატალოგი, ცნობარი) / საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; რედ. გიორგი კალანდია; ტომის რედ. ირინა მოისწრაფიშვილი. - თბ., 2014. – 372 გვ. 

ISBN 978-9941-0-3987-4     ISBN 978-9941-0-7251-2

საქართველოს ხელოვნების სასახლის (თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის) ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობა. წგ. V / საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი; რედ. გიორგი კალანდია; ტომის რედ. ირინა მოისწრაფიშვილი. - თბ., 2015. – 368 გვ. 

ISBN 978-9941-0-3987-4      ISBN 978-9941-0-8351-8

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი მკითხველს სიძველეთსაცავის ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა აღწერილობის ტომეულებს სთავაზობს. გამოცემებში შესულია ქართული სასცენო და კინო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები. 

დღესდღეობით მუზეუმი სცდება მხოლოდ კულტურული ობიექტის მნიშვნელობას. წიგნების გამოცემის იდეა საქართველოს ხელოვნების სასახლის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაზე მიუთითებს. მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილება მოიცავს საქართველოში არსებული ყველა თეატრის შესახებ არსებულ დოკუმენტებს. აქვეა ისეთი მნიშვნელოვანი კოლექციები, როგორებიცაა სოლომონ II მიერ გამოცემული სიგელი, გრილ დადიანის, ნინო და მარიამ დადიანების ხელმოწერილი გუჯრები და მრავალი სხვა. ხელნაწერთა ფონდში დაცულია ქართველ მწერალთა და მსახიობთა არქივები, ასევე უცხოელი მოღვაწეების ხელნაწერები. თეატრების უძველესი პროგრამები. 

IV ტომში შესულია ქართული სასცენო და კინო ხელოვნების მოღვაწეები: აკაკი ხორავა, მიხეილ ქორელი, უშანგი ჩხეიძე, შალვა დადიანი. აღწერილობებს ერთვის პირთა, გეოგრაფიულ სახელთა, შრომათა საძიებლები.

V ტომი არქივების აღწერილობას მოიცავს და მთლიანად ქართული კონემატოგრაფიის ისტორიას ეძღვნება: ვასილ ამაშუკელი, შალვა გედევანიშვილი, კარლო გოგოძე, სიკო დოლიძე, შოთა მანაგაძე, კოტე მიქაბერიძე. არქივებში წარმოდგენილია ავტობიოგრაფიები, პირადი საბუთები, ბრძანებები, დახასიათებები, მოგონებები, ეპისტოლარული მემკვიდრეობა, მოსაწვევი ბარათები და სხვა მნიშვნელოვანი ბიბლიოგრაფიული ცნობები.