Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

pdytj
მსოფლიო ისტორია : ილუსტრირებული ენციკლოპედია / რედ.: მ. სესკურია, მ. სოხაძე, მ. ყიფშიძე. თბ.: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2016. – 512 გვ.: ილ.
ISBN 978-9941-23-614-3

ისტორია უძველესი დროიდან სხვადასხვა მოვლენისა და ქმედების მასშტაბურ ქრონიკად გვევლინება. წიგნში დათარიღებული ეს დარგი კი მხოლოდ ომების, დაპყრობების, შეთანხმებებისა და ღალატის მოკლე ქრონოლოგია არ არის. დაინტერესებული მკითხველი ამასთან ერთად შეიტყობს, თუ როდის მოხდა ესა თუ ის აღმოჩენა, როგორ შეიქმნა ხელოვნების გამორჩეული ნაწარმოებები, რა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა სოფლის მეურნეობამ, როგორ იკვლევდნენ დედამიწას, ან როგორ შეიცვალა ვაჭრობის მეთოდები. ბრწყინვალედ ილუსტრირებული და ნათლად ახსნილი ისტორიული მოვლენები სოფლის მეურნეობის წარმოშობით იწყება და უახლესი ასტროფიზიკური აღმოჩენებით მთავრდება. ამგვარად წიგნში გლობალური ისტორიაა მოთხრობილი და წარმოჩენილია როგორც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ისტორიული მოვლენები, ასევე ახლო დ შორეული აღმოსავლეთის, ინდოეთის, სამხრეთ ამერიკისა და წყნარი ოკეანის რეგიონების დასამახსოვრებელი და გამორჩეული ამბები. 

ნაშრომში ისტორია სტრუქტურულად შემდეგ სახეს ღებულობს: კაცობრიობის დასაბამი, უძველესი ცივილიზაციები, კლასიკური ეპოქა, ვაჭრობა და გამოგონებები, რეფორმაცია და აღმოჩენები, რევოლუციების ეპოქა, ტექნოლოგიები, წიგნის ბოლოს ზესახელმწიფოები  და ცნობარი, ეს უკანასკნელი კი შემდეგი სახის ინფორმაციებს მოიცავს: მმართველები და ლიდერები, ისტორია რიცხვებში, ომები, მკვლევარები, აღმოჩენები და გამოგონებები, ფილოსოფია და რელიგია, კულტურა და განათლება, ბუნებრივი კატაკლიზმები. წიგნი გაფორმებულია ფერადი ილუსტრაციებით, ერთვის უცხო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი.