Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

90x24
საქართველოს ისტორიის ატლასი / საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისია; მთ. რედ. დავით მუსხელიშვილი. (მეორე შევსებული და გადამუშავებული გამოცემა). - თბ.: არტანუჯი, 2016 – 75+ XLVI გვ.: ილ. 
ISBN 978-9941-463-83-9

წინამდებარე გამოცემა არ არის ჩვეულებრივი ისტორიული ატლასი, იგი ფაქტობრივად დოკუმენტირებული პუბლიკაციაა, მას ახლავს „განმარტებითი ტექსტი“, რომელშიც დასაბუთებულია თითოეულ რუკაზე ასახული ქვეყნის პოლიტიკური სურათი. ასე რომ, საბოლოო ჯამში ატლასი ფაქტობრივად ასახავს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიის პოლიტიკური ცვლილებების პროცესს - უძველესი პერიოდიდან დღევანდლამდე. წიგნი შეიცავს 69 რუკას ისტორიული ძეგლების ფოტოილუსტრაციებითურთ და აგრეთვე ტაბულას, რომელზედაც ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით მხარეების გერბებია გამოსახული. ატლასში ჩართულია 1784 და 1799 წლების რუკები; აგრეთვე ევრაზიის რუკა, კავკასიის პოლიტიკური რუკა და სხვ. 

მერე გამოცემაში შევსებულია საბჭოთა პერიოდის ამსახველი რუკების ტექსტი პირველწყაროებიდან.  წიგნს აგრეთვე დოკუმენტური მასალის სახით დაემატა ვახუშტი ბაგრატიონის 1735 წლის „ატლასიდან“ ამოღებული „ყოვლისა საქართველოსი ქარტა ანუ რუკა“. 
ატლასს ახლავს რუკების საძიებელი აგრეთვე გამოყენებული ლიტერატურისა და ძირითადი წყაროების და  ნუსხა.