Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

omkty

გალაკტიონოლოგია : ნიკო წერეთლის დღიური / ტექსტი თ. გეგეშიძე; რედ. ლ. ბერიაშვილი. - თბ.: ქარჩხაძის გამომცემლობა, 2016. – [28] + 127 გვ.

ISBN 978-9941-452-14-7

გადაშალეთ გალაკტიონოლოგია - წიგნში საფრანგეთში მცხოვრები ემიგრანტის ნიკო წერეთლის პირადი დღიურის ჩანაწერებია წარმოდგენილი, მის მიერვე შედგენილი ალბომის ფოტოებით, ხელნაწერებით, ადრინდელი გაზეთებიდან ამოჭრილი ცნობებითა და სამახსოვრო ნივთებით. მასალაში მოხსენიებულია XIX-XX  საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე არაერთი ცნობილი და  მნიშვნელოვანი ქართველი ფიგურა, თუმცა მასში ყოველი ამბავი გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიული ცნობების გარშომი გვამოგზაურებს. ტექსტი გამომცემლობის მიერ ქრონოლოგიურად არის დალაგებული და ისტორიის სრულყოფის მიზნით დამატებული აქვს ნაწყვეტები მოგვიანებით გამოქვეყნებული დღიურებიდან.

წიგნში ჩართულია 1919 წლის 12 მარტს გამოცხადებული 1918 წლის 26 მაისს მიღებლი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ფოტოასლი; აქვეა ორიგინალური ჩანაწერები ივანე ჯავახიშვილის და სხვათა დღიურებიდან; კონვერტები წერილებით; ოლია ოჯუჟავასა და გალაკტიონის სიყვარულის ისტორია; გალაკტიონი და მერი;  დავით კაკაბაძე; იოსებ გრიშაშვილი; აკაკი წერეთელი; თბილისის უნივერსიტეტი; რუსთავლის თეატრი; თბილისის ოპერა; ციცფერყანწელები და კაფე „ქიმერიონი“. წიგნი მე-20 საუკენის თბილის-ქალაქის არტისტულ გარემოში გვამოგზაურებს. იგი მთავრდება გალაკტიონის წერილებით ნიკო წერეთლისადმი და რაც ყველაზე უფრო საინტერესოა აქ არის ნიკო წერეთლის პირადი ბიბლიოთეკიდან 1919 წელს ტფილისში კლილაძის სტამბაში  გამოცემული, გალაკტიონის მეორე კრებულის ორიგინალის სრული ასლი, რომელშიც შესულია 1914-1919 წლის ლექსები. (ფასი 25 მან.)