Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

tiizu

მირზაშვილი, თ. ფიროსმანი / რედ. ნ. კობახიძე. -  თბ.: ჯი ეი თი ჯგუფი, - 384გვ.

ISBN 97899410-28-42-7

წინამდებარე გამოცემა საგამომცემლო კომპანია "ჯი ეი თი ჯგუფი"-ს თაოსნობითაა მომზადებული. იგი მხატვარ თენგიზ მირზაშვილის ავტორობით შეიქმნა და მისივე სურვილის მიხედვით, ორ წიგნად დაიბეჭდა. ავტორს განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა ფიროსმანის შემოქმედების მიმართ და ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი მის კვლევას დაუთმო; უკანასკნელი მცდელობის შემდეგ მირზაშვილმა შეძლო საკუთარი  პროფესიონალიზმითა და გემოვნებით შესრულებული ალბომის მაკეტის დატოვება.

ალბომში შესულია არა მხოლოდ კულტურულ მემკვიდრეობად მიჩნეული, არამედ ძიების პროცესში აღმოჩენილი ნამუშევრები (სულ 219 ქმნილება, აქედან საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაცული 146 დადგენილი ექსპონატი). ალბომს ერთვის სამ ენაზე (ქართული, რუსული, ინგლისური) შედგენილი კატალოგი, ნიკო ფიროსმანაშვილის ნაწარმოებთა გამოფენების ნუსხა და მხატვარ თენგიზ მირზაშვილის მიერ ზოგიერთი ნაწარმოების შესახებ მოპოვებული საინტერესო ცნობები (აუდიო ჩანაწერის ტრანსკრიფციით). 

წიგნში შევიდა ფიროსმანის სამხატვრო ასპარეზზე გამოჩენიდან დღემდე არსებული ყველა სახის: საარქივო-დოკუმენტური და ეპისტოლურ-მემუარული მასალები, ასევე ამონარიდები მწერლობის ნიმუშებიდან. ალბომში 1913 წლიდან - დღევანდელი დღის ჩათვლით არსებული მნიშვნელოვანი ბეჭდური მასალა სისტემურად, ცალკეული რუბრიკის ქვეშ არის დალაგებული. აქვე გვხვდება სპეციალურად ამ გამოცემისთვის დაწერილი ნარკვევებიც. 

წიგნში აღნიშნულია, რომ გამოცემის მეორე წიგნის ავტორი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ირინე აბესაძეა.