Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

NASA–ს ტელესკოპმა გამოავლინა ერთადერთი ვარსკვლავის გარშემო მბრუნავი დედამიწის სიდიდის, სასიცოცხლო პლანეტების დიდი ჯგუფი.

This illustration shows the possible surface of TRAPPIST-1f, one of the newly discovered planets in the TRAPPIST-1 system.

ამ სურათზე ნაჩვენებია TRAPPIST-1f –ის, TRAPPIST-1–ის სისტემაში ახლად აღმოჩენილი ერთ–ერთი პლანეტის სავარაუდო ზედაპირი. Spitzer–ის კოსმოსური და დედამიწაზე არსებული ტელესკოპების მეშვეობით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ აღნიშნულ სისტემაში არსებობს დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა.

NASA–ს Spitzer–ის ტელესკოპმა აჩვენა ერთი ვარსკვლავის გარშემო არსებული ახალი სისტემა, რომელიც დედამიწის ზომის, შვიდი პლანეტისგან შედგება. სამი მათგანი სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს. სავარაუდოა, რომ ძირითადი ვარსკვლავის გარშემო არსებული ფართობი, სადაც კლდოვანი პლანეტა მდებარეობს, წყალს შეიცავს.

ეს აღმოჩენა ახალ რეკორდს ამყარებს ერთადერთი ვარსკვლავის გარშემო მყოფი საკმაოდ დიდი რაოდენობის პლანეტებისთვის, რომლებიც ჩვენი სოლარული სისტემის მიღმა არსებობს. შესაძლოა, შვიდივე პლანეტა შეიცავდეს წყლის არსებობის ნიშნებს – სიცოცხლის წყაროს, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი – სწორ ატმოსფერულ პირობებში, თუმცა ამის ყველაზე დიდი შესაძლებლობა მხოლოდ სამ მათგანს აქვს.

„ამ აღმოჩენამ შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სასიცოცხლო ნიშნების მქონე ადგილებისა და სიცოცხლისთვის ხელისშემწყობი გარემოს აღმოჩენის საქმეში“– განაცხადა  ვაშინგტონის სააგენტოს მეცნიერების მისიის დირექტორატის ასოცირებულმა ადმინისტრატორმა, ტომას ზურბუხენმა. „პასუხის გაცემა კითხვაზე – ვართ თუ არა სამყაროში მარტო – უმაღლეს მეცნიერულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ხოლო მსგავსი რაოდენობის პლანეტების პირველად აღმოჩენა სასიცოცხლო ზონაში, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად.“


https://youtu.be/bnKFaAS30X8

დედამიწის ზომის შვიდი პლანეტა აღმოაჩინეს NASA–ს Spitzer–ის კოსმოსური ტელესკოპის მეშვეობით ახლომდებარე, პატარა, ულტრა- ცივი ჯუჯა ვარსკვლავის – TRAPPIST-1-ის გარშემო. სამი მათგანი სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს.

დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლით (235 ტრილიონი მილის) დაშორებით, აღნიშნული პლანეტების სისტემა შედარებით ახლოსაა ჩვენთან, მერწყულის თანავარსკვლავედში. იმის გამო, რომ ჩვენი სოლარული სისტემის გარეთ იმყოფებიან, ეს პლანეტები მეცნიერულად ცნობილია, როგორც ეგზოპლანეტები.

ამ ეგზოპლანეტების სისტემას TRAPPIST-1ეწოდება, რაც ტრანზიტული პლანეტებისა და ჩილეში არსებული ციური სხეულების დამდგენი ტელესკოპის (TRAPPIST) გამო შეარქვეს. 2016 წლის მაისში მკვლევარებმა განაცხადეს, რომ TRAPPIST ტელესკოპის მეშვეობით აღმოაჩინეს სამი პლანეტა აღნიშნულ სისტემაში. დედამიწის რამდენიმე ტელესკოპის დახმარებით, მათ შორის ევროპის სამხრეთით მდებარე ობსერვატორიის ძალიან დიდი ტელესკოპის –  Spitzer–ის მეშვეობით დაკვირვების შედეგად დამტკიცდა ორი პლანეტის არსებობა და აღმოჩენილ იქნა კიდევ ხუთი მათგანი, რის შედეგადაც სისტემაში არსებული პლანეტების რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.

ახალი შედეგები გამოქვეყნდა ოთხშაბათს ჟურნალ Nature–ში, ასევე გამოცხადებულ იქნა ახალი ამბების ბრიფინგზე NASA–ს შტაბბინაში, ვაშინგტონში.

Spitzer–ის მონაცემების გამოყენებით მკვლევართა გუნდმა გაზომა შვიდივე პლანეტა და ექვსი მათგანის მასის პირველი შეფასებები წარმოადგინა, რამაც მათი სიმკვრივის გამოთვლის შესაძლებლობა შექმნა.

მათი სიმკვრივის საფუძველზე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ TRAPPIST-1–ის პლანეტები კლდოვანია. შემდგომი დაკვირვებები არა მარტო ხელს შეუწყობს იმის დადგენას, აღნიშნული პლანეტები მდიდარია თუ არა წლით, არამედ იმის გამოვლენასაც, შესაძლებელია თუ არა მათ ზედაპირზე არსებობდეს თხევადი წყალი. მეშვიდე, ყველაზე მოშორებით არსებული ეგზოპლანეტის მასა ჯერ არ შეუსწავლიათ, თუმცა მეცნიერებს სჯერათ, რომ ის შესაძლოა იყოს ყინულიანი, „თოვლის გუნდის“ მსგავსი პლანეტა, მაგრამ შემდგომი დაკვირვებები მაინც საჭიროა.

TRAPPIST-1–ის შვიდი საოცრება წარმოადგენს დედამიწის ზომის პლანეტებს, რომლებიც პირველად აღმოაჩინეს, რომ ამგვარი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავენ,“ – განაცხადა მაიკლ გილონმა, ნაშრომის მთავარმა ავტორმა და TRAPPIST–ის ეგზოპლანეტების მთავარმა მკვლევარმა ბელგიის, Liege–ის უნივერსიტეტში. „ეს არის ასევე საუკეთესო სამიზნე პოტენციურად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე, დედამიწის ზომის პლანეტების ატმოსფეროების შესასწავლად.“

https://www.nasa.gov