Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

uvjb6

ჯაფარიძე, მ. რონალდ რეიგანი : 50 პერსონა. მათ შექმნეს ისტორია / რედ. ლ. იოსებაძე. - თბ: პალიტრა L, 2016. – 223 გვ

ISBN 978-9941-24-451-3

გამომცემლობა "პალიტრა L" თვეში ერთხელ გვთავაზობს ცნობილი პერსონათა ბიოგრაფიებს, პირვნებებს რომელთაც შექმნეს და შეცვალეს ისტორია. აქვე აღსანიშვანია, რომ ეს სერიული გამოცემა არ წარმოადგენს მხოლოდ მშრალ ისტორიულ-ბიოგრაფიულ მასალას. იგი მოიცავს ადამიანურ ურთიერთობებსა და სისუსტეების, რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულ მხატვრულად მოთხრობილ ამბებს.

წიგნი - „რონალდ რეიგანი“ წარმოგვიდგენს ამერიკელების ერთ-ერთ უსაყვარლეს პრეზიდენტად მიჩნეულ ადამიანის ისტორიას: როგორი იყო სამყარო მის გარშემო და როგორი იყო თავად ის, როგორ განისაზღვრა მისი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში. ისტორიულ-დოკუმენტური მასალა გაჯერებულია პირადი ცხოვრების ემოციური მომენტებით, დიდი პიროვნების ფიქრებით, სურვილებით, წინაღობებით, მისწრაფებებით, პოლიტიკური და პიროვნული სისუსტეებით, მარცხითა და გამარჯვებით.

წიგნი მოიცავს 26 თავს: პირველ ნაწილში გვაწვდის ბიოგრაფიულ ცნობებს და მოგვითხრობს რეიგანის პირად ცხოვრებაზე - სიყრმე, ქორწინება, ოჯახი, შვილები. შემდეგ, მე-6-დან 22-ე თავის ჩათვლით, ვეცნობით მის პოლიტიკურ ცხოვრებასა და მოღვაწეობას - ბრძოლებს, გატარებულ რეფორმებს, მიღწევებს. წიგნის დასასრულს, მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მოგონებებს და საინტერესო ფაქტებს პრეზიდენტის ცხოვრებიდან.