Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთკაში

uftyb
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში / კორნელი კეკელიძის სახ. საქ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; პროექტილს ხელმძ. თ. აბულაძე; რედ. მ. სურგულეძე. - თბ.: სეზანი, 2017. – 335 გვ. 
ISBN 978-9941-947-8-4

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოცემა სრულიად მოიცავს შუა საუკუნეების ქართული სამოხელეო წყობის შესახებ არსებული ცოდნის ანალიზს. ქართული მონარქიის სამოხელეო წყობა საუკუნეების განმავლობაში შემუშავებულ მოდელს განასახიერებდა, თუმცა ტიპოლოგირად უცვლელი რჩებოდა. წიგნში წარმოდგენილია უდიდეს მეცნიერთა მიმოხილვა და პერიოდულად ვხვდებით: ივ. ჯვახიშვილს, ივ. სურგულაძის, შ. მესხიას და სხვათა ტექსრტების არქოგრაფიულ, ისტორიულ თუ იურიდიულ კომენტარებს. ნაშრომის სათანადო ადგილებში სრული ინფორმაციები იკითხება თითოეულის როლისა და განხილული მასალის მნიშვნელობის თაობაზე. 

წიგნის შესავალი ნაწილი, რასაც ნაშრმში დიდი მოცულობა აქვს დათმობილი ორ, ქართულ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი. მომდევნო ნაწილში თხრობა ანბანური თანმიმდეგრობით გადადის ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის მოხელეების შესახებ, ესენია: ერისთავი; მდივანბეგი; სპასპეტი; ხასდარი და სხვ.  წიგნის ბოლოს მოცემულია გამოყენებული სამეცნიერო ლიტერატურის ნუსხა. 

ნაშრომი დიდ დახმარებას გაუწევს როგორც ამ სამეცნიერო სფეროში მოღვაწე პირებს, ასევე ყველა დაინტერესებულ მკითხველს ცოდნის გაღრმავებაში. აღსანიშნავია რომ წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში და ამდენად იგი წიგნის მაღაზიებში არ არის ხელმისაწვდომი, თუმცა მისი წაკითხვა ჩვენი ბიბლიოთეკის მკითხველთათავის, უკვე შესაძლებელია.