Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

13y6y
ვულდრიჯი, ჯ. მ. შესავალი ეკონომეტრიკაში / რედ. ქ. ქურდოვანიძე; ც. ჯიშკიანი; დ. გერმანიშვილი. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016. – 621 გვ.
ISBN - 978-9941-13-559-0

წიგნი "შესავალი ეკონომეტრიკაში" ეკონომეტრიკის შესავალი კურსის მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი პოპულარული სახელმძღვანელოს პირველი ქართულენოვანი თარგმანია. მასში წარმოდგენილია ეკონომეტრიკის თითქმის ყველა განყოფილება. ეს გახლავთ წიგნის ადაპტირებული ვარიანტი და იგი საწყისი, ანუ ძირითადი ვარიანტისგან მასალის მოცულობით განსხვავდება. წიგნის ონლაინ ფორმატი კი ამოცანებს, კომპიუტერულ სავარჯიშოებსა და დანართებს შეიცავს. 

წიგნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურებაა მასალის გადმოცემის სიმარტივე. ეკონომეტრიკის ყოველი მეთოდის დახასიათებისას ყურადღება უფრო პრაქტიკული ამოცანების შინაარსობრივ განხილვაზეა გადატანილი, ვიდრე ფორმალურ ანალიზსა და დამტკიცებებზე. ყოველი მეთოდისა და პრობლემის ახსნას საფუძვლად უდევს კონკრეტული ემპირიული მაგალითი. სხვა მრავალი სახელმძღვანელოსგან განსხვავებით,  თემები დაყოფილია საანალიზო მონაცემების სახეების მიხედვით.  

წიგნს წამძღვარებული აქვს სამეცნიერო რედაქტორის წინასიტყვაობა. ტექსტს ერთვის სახელმძღვანელოსთვის ინოვაციური, ვრცელი ტერმინოლოგიური ლექსიკონი. დასასრულს წარმოდგენილია  ჟურნალების ჩამონათვალი, მონაცემთა წყაროები, გამოყენებული ლიტერატურა და ინდექსები. 

სახელმძღვანელო განკუთვნილია ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის.