Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

t3rto

როგორ მოვუაროთ დიაბეტს : რჩევები დიაბეტიანი ბავშვების, მოზარდებისა და მატი მშობლებისთვის / ავტ.: მ. გორდელაძე, ნ.  ბიკაშვილი, ე. ფაცაცია, მ. ფხალაძე, ნ. ჯინიყაშვილი; რედ. კ. ამირხანაშვილი. - თბ., 2016. – 138 გვ.

ISBN - 978-9941-0-9066-0

აღნიშნული წიგნი წარმოადგენს პირველ ქართულ წიგნს ბავშვთა ასაკში შაქრიანი დიაბეტის მოვლის შესახებ. მასში წარმოდგენილია ერთგვარი სარეკომენდაციო მასალა დიაბეტიანი ბავშვების, მოზარდებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. 

წიგნმა აპრობაცია გაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბავშვთა ენდოკრინოლოგიურ ცენტრსა და საქართველოს დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციაში. წარმოდგენილ შეკითხვათა უმრავლესობა სწორედ მათი დასმულია და ასე მიიღო წიგნმა ერთგვარი დიალოგური, საკითხავი ფორმატის სახე, რაც თავისებურად საინტერესოს ხდის მას.

წიგნი შეიცავს თანამედროვე მონაცემებს დიაბეტისა და მისი მართვის შესახებ. იგი ასწავლის მკითხველს სწორ კვებას და სახლის პირობებში გლუკოზის კონტროლის პრინციპს, ინსულინის ინექციის სწორად გაკეთება. აქვეა მასალა იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოიქცეს ასეთი დიაგნოზის მქონე ადამიანი ფიზიკური დატვირთვის და მოგზაურობის დროს. ფაქტიურად წარმოდგენილია ყველაფერი თუ როგორაა შესაძლებელი ჩვეულებრივ ცხოვრება  დიაბეტით!  

წიგნი მოიცავს 17 თემატურ თავს, მე-18 თავში მოცემულია გამოყენებული ლიტერატურის სია. წამძღვარებული აქვს შესავალი წერილი ავტორისგან.