Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საპენსიო ასაკის გადავადება სოციალურ უსამართლობას ზრდის.

retraite

რა ასაკში უნდა გავიდეთ პენსიაზე? ამ კითხვაზე თავისი პასუხი გააჩნიათ მეცნიერებს. ჩვენ მათ სიტყვას ორ დროში ვაძლევთ: დღეს დემოგრაფი ჰერვე ლე ბრასი ყველასათვის თანასწორი  ასაკის გაზრდის საკითხს განიხილავს, ხვალ ნეიროფსიქოლოგი სტეფან ადამი საპენსიო ასაკის მეხსიერებაზე გავლენას გაუკეთებს კომენტარს.

ჰერვე ლე ბრასი– სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სასწავლო სკოლის დირექტორი:

მაინც რა არის ზუსტად საპენსიო სისტემა? ის, რისთვისაც მუშაობის ყოველი წელიწადი უფლებას იძლევა საპენსიო თვეების ერთიდაიგივე რაოდენობა მიენიჭოს ნებისმიერი კატეგორიის ადამიანს, მაგრამ მხედველობაში მისაღებია სოციალურ კლასებს შორის იმედების სხვადასხვაგვარობა. როგორია დღევანდელი ფრანგული სისტემა? 1981 წლიდან საპენსიო ასაკად დადგენილია 60 წელი. სისტემაში იკვეთება ასეთი ჰიპოტეზა: 60 წლის ადამიანს,მიუხედავად მისი სოციალური კატეგორიისა, იმედი აქვს, რომ კიდევ 22 წელი იცოცხლებს. და თუ მან მუშაობა დაიწყო ვთქვათ, 16 წლის ასაკში, მიაღწია 60 წელს, იღვაწა 44  წელი და კიდევ რჩება სიცოცხლის 22 წელი, ე.ი მას შეუძლია ისარგებლოს თითოეულ ნამოღვაწარ წელზე ექვსთვიანი პენსიით. ხოლო მან, ვინც მუშაობა დაიწყო მოგვიანებით, 22 წლისამ, პენსიაზე გავიდა 62 წლის ასაკში და მოაგროვა მუშაობის ორმოცწლიანი სტაჟი, კიდევ რჩება სიცოცხლის 20 წელი, ისიც მოღვაწეობის თითოეული წლისათვის იღებს ექვსთვიან პენსიას.

ვრცელი ტექსტი (ფრანგულ ენაზე):

http://www.larecherche.fr/content/actualite-sapiens/article?id=28306