Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

4m8t3
ანთელავა, ნუგზარ. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები / საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; სსიპ ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი; რედ. მ. ჩუხუა. -  თბ.: უნივერსალი, 2017. – 889 გვ. 
ISBN 978-9941-22-996-1

კავკასიის ეთნოსების მითოლოგიისა და წეს-ჩვეულებების სინქრონული აღწერა ჯერ კიდევ ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს. ეს ერთგვარი ეთნიკური მოზაიკაა, რომელიც თავისთავში მომიჯნავე დარგებსაც აერთიანებს. ქართველური, აფხაზურ-ადიღეური, დაღესტნური, ასევე - ინდოევროპული და თურქულენოვანი ხალხები ქმნიან ერთ დიდ კავკასიურ ეთნოსს. წიგნი მითო-რელიგიური მსოფლმხედველობისა და რიტუალური პრაქტიკის საფუძვლებს შეისწავლის და ეს ყოველივე წიგნში სინქრონულ-დიაქრონული კვლევის ჭრილში არის წარმოდგენილი.

წიგნის მიზანი ორგვარია: მიაწოდოს დაინტერესებულ პირს საცნობარო მასალა და დააკმაყოფილოს მკითხველთა ღრმა ინტერესი მითოლოგიისდამი, ფოლკლორისტიკისადმი, რელიგიის ისტორიისადმი, ხალხური რწმენა-წარმოდგენებისა და წეს-ჩვეულებებისადმი.
 
კრებულში შესული სტატიების განთავსებული ანბანურად და მათი უმრავლესობა არის არაანთროპომორფულ ობიექტებში, ცხოველებში, მცენარეებში, ლანდშაფტების ელემენტებში დიფერენცირებულ ნახევრად ღვთაებრივ და დემონურ პერსონაჟებზე, აგრეთვე სტატიები სიმბოლოებზე, კოსმოსზე და ა.შ. ენციკლოპედიაში შეხვდებით სტატიებთან განლაგებულ შესაბამის  ილუსტრაციებს. 
წიგნის წინათქმა ქართულ და ინგლისურ ენებზეა წარმოდგენილი, ახლავს მრავლ მნიშვნელოვან ტერმინთა სხვადასხვა საძიებლები და სიტყვანი. 

პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.