Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

u1ap6

სთოქსთეიდი, მერლინ; ქოთრენი, მაიკლ, ვ. ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე / თარგმნ.: თ. ტაბატაძე, თ. შავგულიძე; რედ. ა. კლდიაშვილი, მ. ბულია. - თბ.: თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია,  2017. – 243 გვ. : ილ. 
ISBN 978-9941-0-9739-3

ეს არის ხელოვნების უდიდესი მოვლენის მხატვრობის, მთლიანად არტის შექმნის ისტორია - თანამედროვეობამდე. მასში პერფორმანსის რაობა და მისი სიცხადის ანალიზი საუკეთესოდ არის გადმოცემული. 
წიგნი ოთხ ნაწილად არის დაყოფილი და მთლიან აანალიზებს როკოკოდან - პოსტმოდერნის ჩათვლით ყველა ძირითად მიმდინარეობას. 
I. XVIII საუკუნისა და XIX საუკუნის დასაწყისის ხელოვნება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
II. XIX საუკუნის მეორე ნახევრის ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ხელოვნება
III. ახალი ხელოვნება ევროპასა და ამერიკაში, 1900-1950 წლები
IV. საერთაშორისო ვითარება 1950 წლის შემდეგ

ქვეყნებს შორის გარდამავალი ეტაპები შემდეგი თანმიმდევრობით ნაწილდება: იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი და ამერიკა; შემდეგ ისევ საფრანგეთი, ამერიკა, საფრანგეთი... და ა.შ. ანუ ეს არის  ევროპულ-ამერიკული ნაზავი, რომელიც ხელოვნების აქტივიზმითა და გლობალიზაციით მოდერნიდან პოსტმოდერნამდე, პოსტკოლონისტურ დისკურსამდე, დეკონსტრუქტივიზმამდე მიდის. 
წიგნის თითოეულ თავს აქვს ჩანართები: ხელოვნება და მისი კონტექსტი; ფართო რაკურსით; ახლო ხედით; არქიტექტურის ელემენტები; ტექნიკა - რაც იმ პერიოდის ვიზუალურ დინამიკას უფრო ცხადად შეაგრძნობინებს მკითხველს. 
სულ სხვა მხრივ შეგვიძლია გავაანალიზოთ ტექსტუალური  არქიტექტონიკა, იგივე ტექსტის ნარატივი, რაც ცალკე ფენომენს ქმნის წიგნის კითხვის პროცესში. 
აქვე საკმაოდ ხშირად ვხვდებით შესაბამის ფერად ილუსტრაციებს რაც გვიცოცხლებს პარალელური სამყაროს აღქმის ყოველგვარ რეალობას. 
წიგნს ერთვის ლექსიკონი და ცალკეული თავების ბიბლიოგრაფია.
წიგნი წარმოადგენს გამომცემლობა Pearson Education-ის მიერ 2014 წელს გამოცემული მერლინ სთოქსთეიდისა და მაიკლ ვ. ქოთრენის წიგნის Art History ავტორიზებულ თარგმანს.