Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

b4jv6

თანდაშვილი, მ. ზმნის სემანტიკური ანალიზი ქართულში / რედ. ნ. შარაშენიძე. - თბ.: მერიდიანი, 2017. – 178 გვ.

ISBN 978-9941-25-344-7
წიგნი "ზმნის სემანტიკური ანალიზი ქართულში" წარმოადგენს ფრანკფურტის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების იმ ნაწილს, რომელიც მოიცავდა ქართული ზმნის კლასიფიკაციის საკითხებს. ნაშრომში მოცემული ქართული ზმნის სემანტიკური მოდელი მისთვის დამახასიათებელი მორფო-სინტაქსური თავისებურებების უკეთ აღწერის საშუალებას იძლევა. თეორიულ ღირებულებასთან ერთად, ნაშრომს პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს, რადგან აქ განხილული ზმნის სემანტიკური კლასიფიკაციის ჩარჩო, მნიშვნელოვნად აადვილებს ქართული ენის ავტომატური თარგმანის პრობლემის ადეკვატურ გადაჭრას. 
ნაშრომში ძირითადად გამოყენებულია უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში წარმოდგენილი თეორიული დებულებები და მოდელები. წიგნი განკუთვნილია, როგორც ფილოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ისე საკითხით დაინტერესებულ პირთათვის. წიგნს ერთვის ავტორის და რედაქტორის წინასიტყვაობა, ხოლო წიგნის ბოლოს წარმოდგენილია სამეცნიერო ტერმინთა შემოკლებები და გამოყენებული ლიტერატურა.
წიგნში დასასრულს წარმოდგენილია დასკვნა სადაც სქემატურად, გრაფიკული სახით წარმოდგენილია ზმნების ტრანსფორმაციული და ტრანსპოზიციური სახესხვაობები.