Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

vzu1y
კალანდია, გიორგი. ექვთიმე თაყაიშვილი და ტაო-კლარჯეთი=Ekvtime Takaishvili and Tao-Klarjeti : კრებული ეძღვნება 1917 წელს სამხრეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის 100 წლის იუბილეს / რედ. ჯ. სამუშია, მთარგმნ. ა. ბაკურიძე. - თბ., 2017. – 170 გვ.
ISBN 978-9941-27-021-5

წარმოგიდგენთ წიგნი-ალბომს, რითაც ფაქტიურად იწყება ახალი პროექტი სერიით: “ტაო-კლარჯეთი არქივებსა და სიძველეთსაცავებში”. პროექტის მიზანია ერთ გამოცემაში მოაქციოს ტაო-კლარჯეთის შეახებ სხვადასხვა კოლექციებში გაფანტული ვიზუალური მასალა. 

ექვთიმე თაყაიშვილი და მისი სამეცნიერო ექსპედიციები უდავოდ ქმნის იმ ერთ მთლიანობას, რასაც ქარული კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა ეწოდება. ეს არის ხელმეორედ აღმოჩენილი ჩვენი სულიერების დიდებული ძეგლები: ოშკი, იშხანი ხახული და მრავალი სხვა... აქვეა ჩანაწერების, ნახაზებისა და წერილების სიუხვე ფრონტის ხაზიდან, რაც ქარულ ისტორიოგრაფიაში მეორე უმნიშვნელოვანეს კვალს ტოვებს. 

ეთნიკურად ქართული ტაო, ლაპიდარული  წარწერებითა და ტოპონიმებით, დიდმა ექვთიმემ შეძლო მახლობელი გაეხადა საქართველოსათვის. ეს ყოველივე სამი ექსპედიციის: 1902წ., 1907წ. და 1917წ. შედეგია.

საქართველოს ფოსტასა და საქართველოს ხელოვნების სასახლეს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად 1917 წლის ექსპედიციის 100 წლიანმა  მასალამ ახლა იხილა დღის სინათლე. წიგნში მკითხველი პირველად ნახავს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ ვიზუალურ და ტექსტურ ფონდს. ამ ალბომით სიძველეების მოყვარულები საინტერესო სამყაროში იმოგზაურებენ.

წიგნი ორ, ქართულ და ინგლისურ ენოვანია. მასში გამოყენებულია საქართველოს ხელოვნების სასახლეში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში და კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ფოტო და საარქივო მასალები. წიგნის ბოლოს წარმოდგენილია გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა. 

წიგნში გამოყენებულია ექვთიმე თაყაიშვილის ხელნაწერის მიხედვით შექმნილი შრიფტი, რომელიც მომზადდა „ზვიად კორძაიას გამომცემლობის“ თანადგომით.