Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

6be08oeo90
И.М. Сигаури. К истокам и ареалам нахского этноса / Российской академии наук; Федеральное государственное бюджетное учреждение науки институт языкознания. 

Т. I. По данным лингвистики. - М.: “Academia”, 2016. – C. 689.
ISBN 978-5-87444-403-7
Т. II. По данным археологии. - М.: “Academia”, 2016. – C. 715. 
ISBN 978-5-87444-404-4

მონოგრაფიულ ნაშრომის ორ ტომში ავტორი ენობრივ და ეთნიკურ კავშირებზე დაყრდნობით საინტერესო თეორიას გვთავაზობს.
წიგნი ეძღვნება ნახური ენის ლინგვისტურ-გენეტიკურ საფუძვლებს ჩრდილო-კავკასიურ ენებთან. კონცეფცია ეფუძნება ძველი კავკასიური ენების სამი ძირითად სახესხვაობის: ჩრდილოური, სამხრეთული და ცენტრალურ-კავკასიური ანუ შუმერულ-ჰურიტულ-ურარტულ-ნახური ენების ერთიან წარმომავლობას. ლექსიკური, ფონეტიკური და გრამატიკული მსგავსება ამ ენებისა შეინიშნება აგრეთვე ეტრუსკულ, ბასკურ და ე.წ. ძველბერძნულ ენებამდე არსებულ იონურ და ეგეოსოს ზღვებთან ემიგრირებულ ეთნოსებთან, სადაც ჩამოყალიბდა სწორედ შუმერულ-ჰურიტულ-ურარტულ-ნახური ენა. 
წიგნში აგრეთვე წინა პლანზეა წამოსული ფაქტობრივი მასალა: არქეოლოგია, ისტორია, ანთროპოლოგია, ეთნოგრაფია  და ა.შ. რაც ამყარებს ნახურ ხალხის საერთო წარმომავლობის თეორიას შუმერულ, ურარტულ, ბასკურ, ეტრუსკულ და სხვა უძველეს ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებთან. 
წიგნში ყურადღება გამახვილებულია აზიისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციის  განვითარებაც. არ უნდა დაგვავიწყდეს ეთნო-ლინგვისტური პარალელები, ეთნოგენეზი ძველი და თანამედროვე კავკასიელი ხალხებისა, ასევე ნახური ხალხის წარმართული რწმენისა და უძველესი რელიგიური ცივილიზაციების ახლო ნათესაობა.
საგულისხმოა ისიც, რომ ლექსიკური ძირი ნახური ენისა სომხურ, ქართულ და ალბანურ ენის სემანტიკაზე გადის. 
წიგნი განკუთვნილია როგორც კავკასიის, ნახურ და უძველესი ისტორიის სპეციალისტებისათვის, აგრეთვე ძველი, წინა და მცირე აზიის ისტორიისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის ფართო სპექტრის მკვლევართათვის.
წიგნის ორივე ტომს ახლავს გამოყენებული ლიტერატურის სია და დასკვნა.