Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა საბიბლიოთეკო კონსორციუმის (EIFL) გენერალური ასამბლეის თანაორგანიზატორია

logos

22-24 სექტემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  საერთაშორისო საბიბლიოთეკო კონსორციუმის EIFL.net (Electronic Information for Libraries) გენერალურ ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ, საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეული სტუმრები ერთმანეთს გაუზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. ჩატარდება პრეზენტაციები, ლექციები, დისკუსიები EIFL-ის საქმიანობის საპროგრამო მიმართულებებით: მონაცემთა ბაზების ხელმოწერა და გამოყენება, თავისუფალი წვდომა სამეცნიერო გამოცემებზე და სამეცნიერო შრომათა გამოქვეყნება, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები, პროგრამული სისტემები ბიბლიოთეკებისათვის, საბიბლიოთეკო კონსორციუმ(ებ)ის მართვა და განვითარება.

გენერალური ასამბლეა არის EIFL -ის  მთავარი ღონისძიება, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ, სხვადასხვა წევრ ქვეყანაში.  წელს ორგანიზატორებმა ღონისძიების თბილისში ჩატარება გადაწყვიტეს.

ასამბლეაში  მონაწილეობს  40-მდე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელთა შორის არიან სამეცნიერო ბიბლიოთეკების ხელმძღვანელები, მოწვეული ექსპერტები, კონსორციუმის ხელმძღვანელები, მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო გამომცემლობების წარმომადგენლები და სხვა.

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული საინფორმაციო ქსელის კონსორციუმი (GILISC) აერთიანებს საქართველოში არსებულ 30-მდე ბიბლიოთეკას, მას ხელმძღვანელობს თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი. 

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია EIFL (www.eifl.net) მხარს უჭერს ელექტრონული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მსოფლიოს განვითარებად და გარდამავალ ქვეყნებში. ქსელი აერთიანებს 4 000-მდე წამყვან ბიბლიოთეკასა და მათ მილიონობით მომხმარებელს ევროპის, აზიისა და აფრიკის 40 ქვეყნიდან. საქართველო კონსორციუმს EIFL-ის დაარსებიდანვე, 2001 წლიდან შეუერთდა.