"არ დაკარგულა"-გერმანული წიგნების სატიტულო ფურცლების გამოფენა

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ბიბლიოთეკის საცავებში აღმოჩნდა გერმანიის ბიბლიოთეკების 100 000 წიგნი სხვადასხვა ენაზე. 1997 წელს ერთობლივი პროექტის შედეგად მოხდა ამ წიგნების თავდაპირველი მფლობელისთვის დაბრუნება. ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას დარჩა მხოლოდ წიგნების სატიტულო ფურცლების ქსეროასლები.
20 წლის შემდეგ ბიბლიოთეკამ ციფრულ ფორმატში გადაიყვანა ყველა ეს სატიტულო ფურცელი და მალე ელექტრონულად განათავსებს თავის საიტზე, 25 სექტემბერს კი„მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის“ ფარგლებში1000 ყველზე საინტერესოს გამოფენის სახით წარმოუდგენს მნახველს. ამავე დღეს გერმანულ მხარეს კიდევ გადაეცემა ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი რამდენიმე წიგნი.
გამოფენის გახსნას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის, განათებისა დამეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების წარმომადგენლები, დაინტერესებული სტუმრები.
- თათია ზოიძე-ს ბლოგი
- Login to post comments