Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

z0eu4

ქართველი მოღვაწეები / პროექტის ავტ.  დ. ყანჩაველი;  რედ. გ. ლეთოდიანი. – [თბ.] : ET CETERA,  2016. - 416 გვ.

ISBN - 978-9941-0-9534-4

წინამდებარე  წიგნი აერთიანებს პოლიტიკურ, საერო თუ სასულიერო მოღვაწეებს; ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში, სხვადასხვა დროს, მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თავიანთი მოღვაწეობით თუ ნააზრევით და ზოგიერთი  მოღვაწის შემთხვევაში გარკვეულ ტენდენციებსაც მისცეს დასაბამი. ამ ადამიანებმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, ქართული იდენტობის ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ბევრი მათგანი დღემდე დავიწყებულია ან არასათანადოდაა შეფასებული. ცხადია, საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, არცთუ მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქვეყნის ისტორიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მაგრამ ამ შემთხვევაში წიგნში თავმოყრილია ის პიროვნებები, რომლებიც წინ უსწრებდნენ დამოუკიდებელი საქართველოს ფორმირებას, ან უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. ცნობილ, ღირსეულ მოღვაწეებთან ერთად, გადმოცემულია საქართველოს ისტორიისათვის მნიშვნელოვანი ფიგურების - დამფუძნებელი კრების მონაწილე ქალების შესახებ; ქალების, რომლებმაც დამოუკიდებლობის პირველ აქტზე მოაწერეს ხელი და რომელთაც თავიანთი მოღვაწეობის გამო, გასაბჭოების შემდეგ, ტრაგიკული ბედი ხვდათ წილად. 

წიგნში აღწერილი მოღვაწეებია: ალექსანდრე ორბელიანი, სოლომონ დოდაშვილი, პლატონ იოსელიანი, გიორგი ერისთავი, დიმიტრი ყიფიანი, ელიზბარ ერისთავი, გაბრიელ ქიქოძე, ილია ჭავჭავაძე, კირილე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი შარვაშიძე, დავით სარაჯიშვილი, ივანე მაჩაბელი, ამბროსი ხელაია, ექვთიმე თაყაიშვილი, ნოე ჟორდანია, არჩილ ჯორჯაძე, მემედ აბაშიძე, გიორგი კვინიტაძე, ივანე ჯავახიშვილი, მიხეილ წერეთელი, რევაზ გაბაშვილი, დამფუძნებელი კრების ქალები, ერეკლე ტატიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, პავლე ინგოროყვა, გრიგოლ ფერაძე, აკაკი ბაქრაძე, მერაბ მამარდაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია. ამ მოღვაწეების შესახებ დაწერილი ესსეები, სხვადასხვა თაობის და ესთეტიკური შეხედულებების მქონე ავტორებმა მოამზადეს.