ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში
აბდ ალ-ლაჰ იბნ ალ-მუკაფა. წიგნი ქალილასა და დიმნასი / იდეის ავტ.: ბ. მაცაბერიძე, რ. მოსიძე; მთარგმნ., განმარტ., ბოლოთქმა გ. ლობჟანიძე. - თბ.: ბაკმი, 2016. – 288 გვ.: ილ.
ISBN 978-9941-426-67-4
გამორჩეული ქმნილება - საკაცობრიო მხატვრული ძეგლი, ადამიანის მარადიულ საგზლად შემორჩენილი „ქილილა და დამანას“ არაბული ვერსია პირველად სპარსულიდან არაბულად, VIII საუკუნეში ითარგმნა. დღემდე ქართველი მკითხველი ამ ნაწარმოების სპარსული ვარიანტის თარგმანს იცნობდა მხოლოდ, რომელიც სულხან-საბა ორბელიანისა და ვახტანგ VI მიერ იყო შესრულებული. ამჟამად კი წიგნში წარმოდგენილი უძველესი ვერსია დედნის არარსებობის გამო ყველაზე ძველ ვარიანტად მიიჩნევა.
ცხოველთა და ფრინველთა ენით გადმოცემული იგავი არის ავტორის გაბედულ ჩანაფიქრი, სიბრძნის ხელოვნების დაუფლებისათვის. ეს არის ის, რაც აუცილებელია ცოდნისმოყვარეთა საწვრთნელად და ჭეშმარიტების მაძიებელთა პატივსაგებად. ამ ყოველივეს კი ქართველი მკითხველი უნიკალური ფერადი ილუსტრირებული გამოცემით გაიცნობს.
წიგნს წინ უძღვის როსტომ ჩხეიძისა და დარეჯან გარდავაძის წინასიტყვაობები. წიგნი გამოიცა საგამომცემლო პროექტის „განძი რჩეული“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადაფინანსებით.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments