Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

vn9ix

ჯავახიშვილი, ალექსანდრე. ბერიკლდეების  ნასახლარი / საქართველოს ეროვნული მუზეუმი; რედ. ე. გამყრელიძე. - თბ.,  2017. – 183 გვ.

ISBN  978-9941-9468-6-8

ნაშრომი წარმოადგენს ცნობილი ქართველი არქეოლოგის აკადემიკოს ალექსანდრე ჯავახიშვილის მონოგრაფიას, რომელმაც შეისწავლა მრავალფენიანი ძეგლი - ბერიკლდეების  ნამოსახლარი. 1979-1992 წლებში ძეგლზე მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა  არქეოლოგიური  გათხრები. საველე სამუშაოების შედეგად დადგინდა ძეგლის შემადგენელი კულტურული ფენებისა და ჰორიზონტების თანმიმდევრობა, ქრონოლოგიურ-ისტორიული რაობა, საერთო ხასიათი. აღნიშნული სამუშაოების შედეგების შეჯამებას ისახავს სწორედ მიზნად წინამდებარე პუბლიკაცია. ამ კვლევის მნიშვნელობა გასცდა ამიერკავკასიის და, საერთოდ, კავკასიის ფარგლებს. მას საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს.
აღსანიშნავია, რომ წიგნში შესული მდიდარი საილუსტრაციო მასალა გრაფიკული ნახაზები, ფოტოები, ჩანახატები ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერაა შესრულებული. ცნობილი არქეოლოგი, ახალგაზრდობაში დაეუფლა სამხატვრო ოსტატობას, რასაც ცხოვრების ბოლომდე იყენებდა  სამეცნიერო  თუ  საგამოფენო  საქმიანობაში.