Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლევან ბერძენიშვილის ”წმინდა წყვდიადი” მომავალი პატიმრებისთვის

"წმინდა წყვდიადი" - ასე ჰქვია ლევან ბერძენიშვილს წიგნს, რომელიც ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.

”წიგნში აღწერილია 15 კაცი რომლებსაც  პატიმრობის დროს შევხვდი”, –ამბობს ლევან ბერძენიშვილი, ავტორი წიგნისა ”წმინდა წყვდიადი”, რომლის პრეზენტაციაც 9 სექტემბერს გაიმართა.

წიგნში აღწერილია 1984-87 წლებში ბერძენიშვილის  პატიმრობა,  როცა ის სასჯელს  ანტისაბჭოთა აგიტაციისა  და პროპაგანდის მუხლით იხდიდა.   ” მე ვიჯექი პოლიტიკურ ზონაში ჟე ხა 385/35, მოლდოვეთის  დუბრავლაგი, ძალიან ცნობილი პოლიტიკური ზონა, სულ ოთხი იყო ასეთი საბჭოთა კავშირში” .

პრეზენტაცია  წიგნის მაღაზია ”ლიგამუსში”  გაიმართა. ”წმინდა წყვდიადი” ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა.  წიგნის ყიდვის მსურველთა გარკვეული ნაწილი მის გარეშე დარჩა,  რადგან მაღაზიაში არსებული 80 ეგზემპლარი ჯერ კიდევ პრეზენტაციის დაწყებამდე გაიყიდა.

წიგნის წერა ლევან ბერძენიშვილმა 2009 წლის 23 მარტიდან დაიწყო.  ”ასე ზუტად იმიტომ მახსოვს, რომ ამ დღეს საავადმყოფოში მოვხვდი”,- ამბობს ლევან ბერძენიშვილი-  ”არც ერთი სიტყვა ძალით არ წამირთმევია ჩემი თავისთვის.  საერთოდ,  წერა არ მიყვარს, ქართველები სოკრატული  მოდგმის ხალხი ვართ, არც მამარდაშვილს არ უყვარდა, ისიც ლაპარაკობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში  ვიგრძენი, რომ  უნდა დამეწერა.  ამ წიგნში არ არის სამწერლო ჩუქურთმები, ალბათ შევძლებდი, მაგრამ არ ვაკადრე ამ ხალხს.”

 

სრულად: http://netgazeti.ge/GE/24/culture/2340/

logo