Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

fqhsg

კური, ანეტ. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართალი : ტექსტები, გადაწყვეტილებები და მასალები / ა. კური, ტ. დრეიერი; რედ. ნ. ბურდული. - თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017. - 588 გვ.

ISBN  978-9941-13 -643- 6

ბოლო ხანს ინფორმაციულ საზოგადოებაში განსაკუთრებით გაიზარდა ინტელექტუალური საკუთრების ეკონომიკური მნიშვნელობა, რაც მისმა რთულმა სამართლებრივმა სტრუქტურამ განაპირობა. ეს განსაკუთრებით ეხება ევროკავშირს. ინტელექტუალური საკუთრების ერთი სფეროს სპეციალისტებს ხშირად უჭირთ სხვა სფეროს სიახლეებისათვის თვალის მიდევნება. ევროპის ინტელექტუალური საკუთრების სამართლის გაგება განსაკუთრებით რთულია ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოთა მოქალაქეებისათვის, რომელთათვისაც უცხოა ევროკავშირის შიდა მექანიზმები და განსხვავებული სამართლებრივი ტრადიციები, ევროკავშირისა და ეროვნული სამართლის ნორმათა ურთიერთგადაფარვისა და ურთიერთქმედების საკითხები. ეს ეხება სტუდენტებს როგორც ევროკავშირში, ისე ევროკავშირის არაწევრ სახელმწიფოებში, რომელთაც სურთ არამხოლოდ ზოგადი, მოკლე მიმოხილვით შემოფარგვლა, არამედ ფუნდამენტური ცოდნის მიღება.
ნაშრომი სწორედ ამ საკითხებზე საპასუხოდ დაიწერა. ეს არის, უპირატესად, სტუდენტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო. თუმცა იგი გამიზნულია როგორც ევროპელი, ისე არაევროპელი იურისტებისთვისაც, რომელთაც სურთ, გაეცნონ საგნის ძირითად სტრუქტურასა და არსებულ მდგომარეობას.
ნაშრომი არ არის სახელმძღვანელო კლასიკური გაგებით, რადგან, განმარტებითი და დასკვნითი ნაწილების გარდა, მასში საკმაოდ ბევრი ორიგინალური დოკუმენტის სრული ტექსტია. თუმცა ავტორების მიერ დაწერილი თანდართული ტექსტების სიხშირის, ტექსტისა და მასალის პროპორციული განაწილების გამო, იგი განსხვავდება „გადაწყვეტილებები და მასალების“ ტრადიციული ფორმატისაგან. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სათაური - „ტექსტები, გადაწყვეტილებები და მასალები“.
ნაშრომი ასახავს საკანონმდებლო განვითარებას 2012 წლის სექტემბრამდე.