Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

kw2qr
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი IV. ქართული ისტორიული საბუთები XVI საუკუნე : (ქართლი და სამცხე-საათაბაგო) = Georgian Historical Documents 16th Century : (Kartli and Samtskhe-Saatabago) / კორნელი კეკელიძის სახ. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; საქართველოს ეროვნული არქივი; ტომი შეადგ. და ქართული ტექსტები გამოსაც. მოამზადა მ. სურგულაძემ, სპარსული ტექსტები მოამზადა თ. აბაშიძემ; ტომის რედ.: ზ. აბაშიძე, ე. ცაგარეიშვილი. - თბ., 2016. – 746 გვ.: ტაბ. 
ISBN 978-9941-25-427-7

უაღრესად ღირებული და ამავდროულად საკმაოდ ვრცელი ქართული ისტორიული საბუთების კორპუსის წიგნი თავდაპირველად 1984 წელს გამოიცა და IX-XIII საუკუნეებს მოიცავდა. ისტორიული საბუთების კორპუსის თითოეული ტომი ქართლის სამეფოს ჩვენამდე მოღწეული ისტორიული საბუთების გაცნობის ერთგვარ მნიშვნელოვან და ამავდროულად საინტერესო ცნობად წარმოგვიდგება. 
მიმდინარე ტომში მკითხველი გაეცნობა XVI საუკუნიდან შემონახულ სამცხე საათაბაგოს ისტორიულ საბუთებს; ოფიციალურ პირთა - მეფეთა, დედოფალთა, საეკლესიო იერარქთა და ფეოდალური არისტოკრატიის წარმომადგენელთა ბრძანება განკარგულებებს, იურიდიულ გარიგებებს, სასამართლო აქტებს, რომელთა სამართლებრივ შინაარსს ამ დროისათვის უკვე ტრადიციულად დამკვიდრებული სოციალური სტრუქტურები და მიწათმფლობელობის ფორმები განსაზღვრავენ. აქ აგრეთვე გადმოცემულია საეკლესიო ცხოვრების სფეროში გამოვლენილი სამცხე-საათაბაგოს მმართველთა სეპარატისტული პოლიტიკა. მნიშვნელოვანია აგრეთვე წიგნში გადმოცემული საქართველოში სპარსულ-ყიზილბაშური ტერმინოლოგიის შემოსვლის და დამკვიდრების მაგალითები და ქართულ-სპარსულ საბუთების გავრცელების პრაქტიკა ქართულ სამართლებრივ სივრცეშიც.
ტომი მომზადებულია უპირატესად კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრისა და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული კოლექციების ბაზაზე. წიგნს ახლავს შემოკლებები, ბიბლიოგრაფია, პირთა და საბუთების ინდექსთა საძიებლები, ფერადი ტაბულები და რეზიუმე ინგლისურ ენაზე.