Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

 2c906   ok8k9
დადიანი, თამარ. შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება / თ. დადიანი, ე. კვაჭატაძე, თ. ხუნდაძე; გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი; რედ. დ. თუმანიშვილი. - თბ.: სეზანი, 2017. - 424 გვ. 
ISBN: 978-9941-27-498-5

Dadiani, Tamar. Medieval Georgian Sculpture / T. Dadiani, E. Kvachatadze, T. Khundadze; George Chubinashvili National Research Centre for Georgian Art History and Heritage Preservation; Ed. D. Tumanishvili. – Tb. : Cesanne, 2017. – 375 p. 
ISBN: 978-9941-27-498- 2

ნაშრომში ერთ მთლიანობადაა წარმოდგენილი შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების თოთხმეტსაუკუნოვანი განვითარება, მისი საერთო სურათი, დღეისათვის არსებული სამეცნიერო ცოდნის შეჯამების საფუძველზე გაანალიზებულია მისი ძირითადი ტენდენციები და არსებითი მახასიათებლები. მონოგრაფია ძეგლთა ქრონოლოგიური რიგის მიხედვით ცალკეულ თავებადაა დაყოფილი. წიგნში თითოეული რელიეფი განხილულია იკონოგრაფიული, სემანტიკური და სტილური თვალსაზრისით. პროექტის განხორციელების შედეგად თავი მოეყარა შუა საუკუნეების რელიეფური ქანდაკების მრავალრიცხოვან ნიმუშს, მოხდა არაერთი მათგანის იდენტიფიცირება. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მრავლად ჩატარებული ექსპედიციების წყალობით შესაძლებელი გახდა როგორც დღემდე უცნობი ძეგლების აღმოჩენა, ისე ჩვენთვის ცნობილ ნიმუშთა ახლიდან ფოტოფიქსაცია. ამგვარად, წიგნში პირველად ქვეყნდება ახლადაღმოჩენილი, სამეცნიერო წრისთვის უცნობი რამდენიმე რელიეფური ქანდაკება. ბუნებრივია, წიგნში გამოყენებულია აგრეთვე სხვადასხვა ავტორის, ჩვენთვის ხელმიუწვდომელი ძეგლების ფოტოებიც (მაგ., ოკუპირებული რეგიონების და სხვ.). 
მონოგრაფია ემყარება დღეისათვის არსებულ მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომებს. მათ ავტორებს შორის უპირველესად უნდა დავასახელოთ ის მეცნეირები, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი შუა საუკუნეების ქართული ქანდაკების კვლევის საქმეში : გიორგი ჩუბინაშვილი, ნიკო ჩუბინაშვილი, რენე შმერლინგი, ნათელა ალადაშვილი, ანელი ვოლსკაია, კიტი მაჩაბელი, რუსუდან ყენია, ლეილა ხუსკივაძე, დევიდ უინფილდი, ედიტ ნოუბაიერი, ვახტანგ ჯობაძე და სხვა.