Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

jdeuz
საქართველო - ღვთისმშობლის წილხვდომილი ქვეყანაა = Η ΓΕΩΡΓΙΑ - ΚΛΗΡΟNΟΜΟΣ ΤΗΣ ΘΕΟΤΟΚΟY = ГРУЗИЯ – УДЕЛ БОГОРОДИЦЫ = GEORGIA – THE ALLOTTED COUNTRY OF THE MOTHER OF GOD = GEORGIEN – DER ALLHEILIGEN GOTTESMUTTER ZUGETEILTES LAND. - თბ., 2018. - 236 გვ. 
ISBN: 978-9941-27-410- 7

„ქართლის ცხოვრების“ ლეონტი მროველისეული ვერსიის მიხედვით, მაცხოვრის ამაღლებიდან მეათე დღეს, როცა მოციქულებმა წილი იყარეს მასზე, თუ ვის სად უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება, საქართველო წილად ხვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობა უფლის განგების საიდუმლოა და კაცობრივი გონება ვერ ჩაწვდება მის სიღრმეს. თუმცა, შესაძლებელია მის შესახებ მსჯელობა და საინტერესო დასკვნების გაკეთება. სწორედ ამ საკითხების გადაჭრის მცდელობაა ამ კრებულში წარმოდგენილი ხუთი პუბლიკაცია. მათში სხვადასხვა კუთხით არის გაანალიზებული ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის საკითხი. იგი განხილულია წყაროთმცოდნეობითი, ლიტურგიკულ-მისტიკური, საქართველოში ქრისტიანობის თავისებურების, ქართველთა ეროვნულ-რელიგიური იდენტურობის, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ფენომენის თვალსაზრისით.
ქართული წერილობითი წყაროების გარდა, ღვთისმშობლისადმი ივერიის წილხვდომილობის საკითხი დაფიქსირებულია უცხოურ საისტორიო მასალაშიც. ამ მხრივ საინტერესოა ბერძნული და რუსული წყაროები, რომელთა შესახებ იხ. პროფესორ ელდარ ბუბულაშვილის სტატია წინამდებარე კრებულში. 
კრებული შესრულებულია ქართულ, ბერძნულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე.
ნაშრომი გამდიდრებულია ილუსტრაციებით.