Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ebhqgjyjeo

ბუბულაშვილი, ელდარ. საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია = Bubulashvili, Eldar. Autocephaly of Georgian Apostolic Orthodox Church / საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი; რედ. დავით მუსხელიშვილი; საიუბ. გამოც. პროექტის კოორდ. ნ. ბურჭულაძე = International centre for Christian studies at the Orthodox Church of Georgia; Ed. David Muskhelishvili; Coord. Of the Jubilee publ. Proj. N burchuladze. ტ. I = Vol. I. - თბ., 2017 – 208 გვ. = Tb., 2017 – 208 p. 
ISBN 978-9941-27-642-2
ISBN 978-9941-27-643-9

ვარდოსანიძე, სერგო. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,  ილია II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა = Vardosanidze, Sergo. Life and Activityof His Holiness and Beatitude Ilia II, the Catholicos-Patriarch of All Georgia / საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრი; საიუბ. გამოც. პროექტის კოორდ. ნ. ბურჭულაძე = International centre for Christian studies at the Orthodox Church of Georgia; Coord. Of the Jubilee publ. Proj. N burchuladze.  ტ. II = Vol. II. - თბ., 2017 – 188 გვ. = Tb., 2017 – 188 p. 
ISBN 978-9941-27-642-2
ISBN 978-9941-27-644-6

აღნიშნული გამოცემა ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიის თხუთმეტსაუკუნოვანი ავტოკეფალური მმართველობის აღდგენიდან 100 წელს. უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთ მიტროპოლიტის ილია II-ის აღსაყდრებიდან 40 და დაბადებიდან 85 წლის იუბილეს. 
ეს არის მართლაც უნიკალური გამოცემა, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე შესრულებული, უხვად ილუსტრირებული ფერადი ფოტო მასალით. და რაც უფრო მნიშვნელოვანს ხდის საერთაშორისო მასშტაბით - გამოცემა ორენოვანია და ახლავს პარალელური ინგლისური ტექსტი. 

წიგნის I ტომში წარმოდგენილია საქართველოს ეკლესიის დომინანტური მიმართულება, როგორც სამოციქულო ეკლესიისა, რომელსაც მეექვსე ადგილი უკავია მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის. წიგნში ზედმიწევნით ზუსტად და დოკუმენტური მასალების დართვით, წარმოდგენილია ის ფაქტი რომ მრავალსაუკუნოვან ავტოკეფალურ საქართველოს ეკლესიას რუსეთის იმპერიის პოლიტიკური ძალდატანებით XIX საუკუნის დასაწყისიდან  XX ს-ის 20-იან წლებამდე შეჩერებული ჰქონდა დამოუკიდებლობა და რომ საქართველო-რუსეთის მრავალწლიანი ურთიერთობა გადახედვას საჭიროებს. აქვე მრავლად არის ფაქტები ქრონოლოგიური ისტორიული მასალებიდან.

გამოცემის II ტომი ილია II-ის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სრულ აღწერას ადრეული ბავშვობიდან დღემდე. აქ განხილულია კათოლიკოსის ურთიერთობა მართლმადიდებელ ეკლესიებთან და არამართლმადიდებელ კონფესიებთან, ურთიერთობები საერო და სასულიერო პირებთან; ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა და ეკლესიის მიმართება ამ ყოველივესთან.