Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

004 003 002

ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 2 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 440 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 3 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. ბუბა კუდავა. - თბ. : არტანუჯი, 2017. - 428 გვ. : ილ. ექვთიმე თაყაიშვილი. თხზულებანი : ტ. 4 / ექვთიმე თაყაიშვილი ; მთ. რედ. როინ მეტრეველი ; ტომის რედ. როინ მეტრეველი. - თბ. : არტანუჯი, 2016. - 388 გვ. : ილ. 

ISBN 978-9941-463-97-6 (ტომეულის)

ISBN 978-9941-445-72-9 (II ტომი)

ISBN 978-9941-463-63-1 (III ტომი)

ISBN 978-9941-463-65-5 (IV ტომი)


ტომეული წარმოადგენს 2016 წელს გამოცემულ I ტომის გაგრძელებას. პირველ ნაწილში შესული იყო ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და ჩანგში 1907 წელი; შემდეგი სამი ტომი ეტაპობრივად აგრძელებს უდიდესი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის მომდევნო პერიოდის შრტომებს, ესენია: ტ. 2. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი; ტ. 3. არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ სვანეთში 1910 წელი; ტ. 4. არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში. 

წიგნის მე-2 ტომი რუსულ და ქართულ ენოვან ჩანაწერებს მოიცავს, ესენია: მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების ექსპედიციის მიერ შეკრებილი  (1902, 1909 წლის ჩანაწერები) და ჟურნალ „მოამბეში“ დასტამბული დიდძალი მასალა. აქ წარმოდგენილია ტიფლისის გუბერნია, ყარსი, იმერეთი, გურია, ქართლი და კახეთი

წიგნის მე-3 ტომი შეიცავს ოთხ ნაწილს და სვანეთის ცალკეული უბნების აღწერილობას მოიცავს. ესენია ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, თავისუფალი სვანეთი და სადადიშკელიანო, ანუ სათავადო სვანეთი. ეს არის 1910 წლის მასალები და წინ უძღვის ვრცელი წინასიტყვაობა მასალის შეკრებისა და მთლიანად მოგზაურობის არსის შესახებ

და ბოლოს წიგნის მე-4 ტომი სამეგრელოსა (1913 წ.) და რაჭის (1919-1920 წწ) მიმოხილვას მოიცავს.

წიგნი გამოიცა თბილისის მერიის მხარდაჭერით

თითოეული ტომი დატვირთულია მრავალფეროვანი ილუსტრაციული მასალით და ახლავს პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებლები.