Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

003

იმედაშვილი, ი. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი (1801-1952) : ა-დ. ტომი I. / ტექსტის რედ. ხელნაწერებისა და ბიბლიოგრაფიების შევსება-შედარება ქ. გზირიშვილისა; სარედ. კოლეგია: ქ. გზირიშვილი, ლ. თაქთაქიშვილი, კ. იმედაშვილი, თ. ლაღიძე. - თბ.: ეროვნული ბიბლიოთეკის გამომცემლობა, 2018. – 900 გვ. 

ISBN 978-9941-9606-1-1

ISBN 978-9941-9606-2-8

იოსებ იმედაშვილი სახალხო წიგნების გამოცემას 1897 წლიდან იწყებს და იმთავითვე მიზნად ისახავს ქართული მწერლობის, მეცნიერების მხატვრობის, მუსიკის, ხუროთმოძღვრების, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი ცხოვრებისა და მეურნეობის ყველა დარგის მუშაკთა შესახებ მნიშვნელოვანი საცნობარო წიგნის დაწერას. 

ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონს წინ ერთვის იმედაშვილის მიმართვა. ტექსტი იმ მოქალაქეებს დაეგზავნა, რომელთაც ავტორი ეროვნულ მოღვაწეებად მიიჩნევდა, მიმართვა აგრეთვე დაიბეჭდა „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“. მასში ახსნილი იყო ის მოთხოვნები რაც დაეხმარებოდა იმედაშვილს ამ მართლაც საშვილიშვილო საქმის განხორციელებაში. ლექსიკონზე ავტორი სიცოცხლის ბოლომდე, 1952 წლამდე,  მუშაობდა, თუმცა ამაოდ იბრძოდა მის გამოსაცემად. იმ ეპოქაში სამწუხაროდ არავის სჭირდებოდა ეროვნული თავმოყვარეობისა და ღირსების გასამძაფრებლად გამოცემული არანაირი ლიტერატურა.

ავტორი განმარტავს, რომ აქ თავმოყრილი სამი ათასამდე ბიოგრაფია, ერთი სტრუქტურის მიხედვით არის შედგენილი. თითოეულს ერთვის ბიბლიოგრაფია და მითითებული მასალები. წიგნის გამოცემას თავის დროზე „სახელგამი“ და „წიგნის პალატა“ გეგმავდა (1941-1948 წწ), თუმცა 1948 წელს უკვე იმედგაცრუებული იმედაშვილი წერს, რომ „ვატყობ, ყველანი ცდილობენ დამაბრკოლონ და ხელი შემიშალონო“.

აი ასეთი მნიშვნელოვანი გამოცემა მომზადდა უკვე XXI საუკუნეში და მისი პირველი ტომი, რომელიც ჯერ მხოლოდ ანბანის პირველ ოთხ ერთეულს შეიცავს უკვე ელოდება მკითხველს ჩვენს ბიბლიოთეკაში.