Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

sur-3
გერზმავა, ო. საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი : სახელმძღვანელო სტუდენტებისა და ექიმებისათვის; მეათე შესწორებული და განახლებული გამოცემა / რედ. ჯ. მამალაძე. – თბ., 2018. – 583 გვ. 
ISBN : 978-99-41-0-4436-6

თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი ძირითადი ინდიკატორების გამოხატულმა შეცვლამ, სამედიცინო ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ ძირეულად შეცვალა შეხედულებები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემისა და მის ფარგლებში მოქმედი სტრუქტურების მართვის საკითხებზე.
დღესდღეობით, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე მიმართული ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლებელია კომპლექსური მიდგომის გარეშე, რომელიც ეფუძნება სხვადასხვა სამეცნიერო დარგში მიღებულ ცოდნას. ამით აიხსნება საგნის შესწავლასთან დაკავშირებული სიძნელეებიც, ვინაიდან ამ დარგში მომუშავე სპეციალისტი კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული როგორც მედიცინაში, ასევე სოციოლოგიაში, პოლიტოლოგიაში, ეკონომიკაში, მარკეტინგში, მენეჯმენტში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, დემოგრაფიაში, ეპიდემიოლოგიაში, ინფორმატიკასა და სხვ. 
დასმული ამოცანების გადაწყვეტა, თავის მხრივ, მოითხოვს განსწავლული კადრების მოზიდვას, მათ საფუძვლიან მომზადებას და გადამზადებას. ამ საკმარისად მწვავე პრობლემის გადაჭრა კი, თავის მხრივ, შეფერხებულია ქართულ ენაზე საჭირო სასწავლო და მეთოდური ლიტერატურის სიმწირის გამო. წარმოდგენილი სახელმძღვანელო, მიზნად ისახავს, ამ პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრას.
დარგის სწრაფი განვითარება, ახალი მოთხოვნები ქვეყნის საუნივერსიტეტო განათლების მიმართ, განაპირობებს სასწავლო პროგრამების მუდმივ განახლებას, გაფართოებას და მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან, რაც წარმოდგენილ ნაშრომშიც აისახა. 
წარმოდგენილი ნაშრომი მომზადებულია ქართველ და უცხოელ სპეციალისტთა ერთობლივი ძალისხმევით.
სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი და საშუალო სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტთათვის და მთლიანად ასახავს სასწავლო პროგრამას.