Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ტრენინგების ციკლი აკადემიურ წერასა და კეთილსინდისიერებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციითა და თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგების ციკლი, უნივერსიტეტში აკადემიური წერის და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად.  

ტრენინგები ხორციელდება ერაზმუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის - „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ 2019 წლის 4 მაისიდან 8 კვირის მანძილზე თსუ-ის 384 სტუდენტმა გაირა ტრენინგ-კურსი, რომელიც მოიცავდა შემდეგ მოდულებს: 

  1. საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები. 
  2. ციტირების სტილები APA და Chicago, პროგრამა Mendeley.
  3. ელექტრონული სამეცნიერო მონაცემთა ბაზები. 
  4. რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს? მსგავსების ამომცნობი ელექტორნული პროგრამა Turnitin.  

ტრენინგებს უძღვებოდნენ თსუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლები. ტრენინგები ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტრენინგ-ცენტრის სივრცეში გაიმართა.