Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

16 სექტემბერი – ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე

ee1f585272249f09d260ccde36fedfb1
16 სექტემბერი – ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა საქართველოს გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ.
შედგა წყალბადქლორფტორნახშირბადების (HCFCs) ხმარებიდან ამოღების ათწლიანი გეგმის პრეზენტაცია.
შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე (გიორგი ზედგინიძე), გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე (ქ-ნი ინიტა პაულოვიჩა), საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაციის წარმომადგენლები, სხვა ორგანიზაციები და სპეციალისტები.
გეგმის პრეზენტაცია გააკეთა ბატონმა მიხეილ თუშიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობდა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი).
ღონისძიების დასასრულს შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელიც მონაწილეობს ოზონის შრის დაცვის ღონისძიებებში (შეგახსენებთ პუბლიკაციებს ჩვენ ვებსაიტზე: „ახალი სამაცივრო დანადგარი ბიბლიოთეკის წიგნსაცავში“ და „ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჰელიოსისტემა დამონტაჟდა“).
სტუმრებმა დაათვალიერეს ბიბლიოთეკის წიგნსაცავი, სამაცივრო და სავენტილაციო სისტემები, სამკითხველო დარბაზები და იხილეს ბიბლიოთეკის ვებსაიტის პრეზენტაცია.
კმაყოფილებით აღინიშნა ბიბლიოთეკის მიღწევები, რაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ღონისძიების მონაწილეთათვის.

მოხდა შეთანხმება მომავალი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ, როგორც ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ასევე გარემოს დაცვის სფეროში ინფორმაციის გავრცელების შესახებ.

ფოტო გალერეა >>


კომენტარი

"ბატონო ირაკლი,

 ყველაფერმა კარგად ჩაიარა, განსაკუთრებით დასკვნითმა ნაწილმა. სამწუხაროა, რომ მინისტრი და გაეროს ხელმძღვანელი ვერ დაესწრო.

 ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას ურთიერთსასიკეთოდ.

 რაც შეეხება საიტს, მოვედი თუ არა ოფსში, მაშინვე ვნახე და დიდად ნასიამოვნები დავრჩი.

ძალიან კარგ, საჭირო საქმეს აკეთებთ და წარმატებებს გისურვებთ.

 

სულხან სულაძე

საქართველოს სამაცივრო და კრიოგენული ტექნიკის და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია"