Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დიდი ტრაგედიის ისტორია - მიუზიკლად

cc123c070b5e

 7 ოქტომბერს, კინოთეატრ „ამირანში“ ჰოლანდიური ფილმის, „ყაზბეგელი მფრინავი ქალის“, პრემიერა შედგება. ფილმის რეჟისორი ჰოლანდიელი ინეკე სმიტია, ტატო კოტეტიშვილის ქვრივი. მას საქართველოსთან ყოველთვის ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ქართველებს შორის ბევრი მეგობარი ჰყავს. ამასთან, კარგად იცნობს საქართველოსა და ჰოლანდიისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის ტექსელის აჯანყება. ფილმის გადაღების იდეაც ინეკე სმიტს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა, რომ ფილმის გადასაღებად ფინანსებს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა, საბოლოოდ ევროპაში მოძიებული თანხებით სურვილი განახორციელა.

ფილმი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მეორე მსოფლიო ომის ბოლო ბრძოლები ევროპაში, სწორედ, ტექსელის კუნძულზე მოხდა. სისხლიანი ტრაგედიის მიუხედავად, ფილმი თემატურად და ჟანრობრივად „მსუბუქია“, იგი ჰოლანდიელი გოგოსა და ტექსელის კუნძულზე ქართველი ჯარისკაცის სასიყვარულო ურთიერთობაზეა აგებული, ჟანრით კი მიუზიკლია.

ფილმი პირველად თებერვალში როტერდამის კინოფესტივალზე აჩვენეს, გაზაფხულზე კი მისი პრემიერა ჰოლანდიაში შედგა. ფილმი მთლიანად ჰოლანდიური პროდუქტია, თუმცა მასში ქართველი ლაშა ბაქრაძე, კომპოზიტორი გიო ცინცაძე, ცნობილი გერმანელი მსახიობი პიტერ ლომაიერი თამაშობენ. ლაშა ბაქრაძე ქართველი ემიგრანტის როლს თამაშობს, რომლის გმირიც ინჯია თარჯიმანია საბჭოთა ტყვეებსა და გერმანელებს შორის. მას ნეიტრალური ურთიერთობა აქვს გერმანელებთანაც და ქართველებთანაც, ცდილობს მათი ურთიერთობების გაუმჯობესებას, თუმცა ორივე მხარე ეჭვის თვალით უყურებს. ამიტომ პირველი ადამიანი, რომელსაც ქართველები კლავენ, სწორედ ეს გმირია, რადგან ფიქრობენ, რომ მას გერმანელებთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ფილმში ერთადერთი რეალური პროტოტიპის მქონე პერსონაჟი არის ინჯია, რომელიც ძველი ემიგრაციის წრეებიდან გამოსული ოფიცერია. სხვა დანარჩენი გმირები გამოგონილი პერსონაჟები არიან. „თავის დროზე ამ თემაზე მეც ბევრი ვიმუშავე. ინეკეს დიდი ხანია ვიცნობ, მის არაერთ ფილმში ვითამაშე. ამიტომ შემომთავაზა ინეკემ ამ ფილმშიც ერთ–ერთი გმირი მეთამაშა. დავთანხმდი, რადგან ჯერ ერთი, თვითონ თემა ძალიან საინტერესოა, მეორეც, მოვხვდი ტექსელის კუნძულზე, რაც ყოველთვის ძალიან მინდოდა. ვნახე ის ადგილები, რომლებიც ქართველებისთვის, გერმანელებისთვისა და ჰოლანდიელებისთვის საინტერესოა. ფილმი ჯერ მეც არ მინახავს და მაინტერესებს, როგორ შეიძლება გაკეთდეს ასეთი დიდი ტრაგედიის ისტორია მიუზიკლად“, – აღნიშნავს ლაშა ბაქრაძე.