Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეშვიდე რეგიონული სამიტი და სემინარები უმაღლესი დაწესებულებებისათვის

Image_555554

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამის (ტვინინგის) ფარგლებში აგრძელებს აკადემიური სამიტებისა და ტრენინგების ორგანიზირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.

15 სექტემბერს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეშვიდე რეგიონალური აკადემიურ სამიტი თემაზე “პროფესიული განათლება და დასაქმება”. აკადემიური სამიტი გახსნა ახალციხის უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა თინათინ გელაშვილმა და ადგილობრივმა ტვინინგის მრჩეველმა ბატონმა კაი ეტზოლდმა.აკადემიურ სამიტზე პრეზენტაცია გააკეთეს, ევრის უნივერსიტეტის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ჯერარ გასკემ, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში პროფესიული განათლების დარგში უფროსმა მრჩეველმა ბატონმა პეტერ ვუნშმა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალციხის დასაქმების ცენტრის კოორდინატორმა ქალბატონმა ხათუნა ხითარიშვილმა.

15 სექტემბერს სამიტის შემდეგ ჩატარდა სემინარები ზემოთ აღნიშნულ თემაზე. სემინარები ჩაატარა ევრის უნივერსიტეტის გენერალურმა მდივანმა ბატონმა ჯერარ გასკემ. მოწვეულმა ექსპერტმა მონაწილეებს გააცნო ფრანგული გამოცდილება აღნიშნულ თემატიკაზე.16-ზე მეტმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა ზემოთ აღნიშნულ სემინარებში (15-17 სექტემბერი,2010).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, სადაც  ხორციელდება ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროგრამა. პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვას.  პროგრამა ხორციელდება გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]