Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კინოჩვენება ეროვნულ ბიბლიოთეკაში. პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი ”მამა ბატონი”.

07/10/2010 - 17:00
07/10/2010 - 20:00
Etc/GMT+4

199_1626_610229

ცნობილი კინომცოდნე, თეო ხატიაშვილი, აუდიტორიას წარმოუდგენს ძმების პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმს  ”მამა ბატონი”.

 

(ლ. გუდიაშვილის ქუჩა 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი).

 

ძმების პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმი ”მამა ბატონი”  სარდინიელი მეცხვარის შვილის, ჯავინო ლედას ნამდვილ ამბავს ასახავს. პატარა ჯავინო დესპოტი  მამის მალულად სწავლობს და შემდეგ ახერხებს, გაექცეს სასტიკ რეალობას.

6 წლის ჯავინო დაწყებით სკოლის კლასში ზის. უეცრად  მამა შემოდის და  მასწავლებელს და მოსწავლეებს განუცხადებს, რომ მისმა შვილმა სკოლა უნდა დატოვოს და ცხვრები მწყემსოს. ოჯახს ასე სჭირდება. მომდევნო 14 წელს ჯავინო დესპოტი მამის მეთვალყურეობის ქვეშ სარდიინიის მთებში ცხვრების მწყემსვაში გაატარებს. თუმცა ცნობისმოყვარე ბავშვი დამოუკიდებლად იწყებს სწავლას და, მოგვიანებით,  მამის წინააღმდეგ ჯანყდება. მოგვიანებით ჯავინოს სამხედრო სამსახურში გაიწვევენ და სწორედ აქ იწყება მისი დამოუკიდებელი ცხოვრების გზა.  მოგვიანებით,ფილმის გმირი თავის ისტორიას წიგნადაც გამოსცემს.

”მამა ბატონი” გადაღებულია ჯავინო ლედას ამავე სახელწოდების ავტობიოგრაფიული წიგნის მიხედვით. ფილმი მრავალი პრიზის მფლობელია, მათ შორის, 1977 წელს  დაჯილდოვდა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გრანპრით და კანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის -  FIPRESCI -ის პრიზით. 

რეჟისორები: პაოლო და ვიტორიო ტავიანები.

სცენარი: პაოლო და ვიტორიო ტავიანები.

როლებში: სავერიო მარკონი, ფაბრიციო ფორტე, ომერა ანტონუტი, მარსელა მიქელანჯელი, ნანი მორენტი და სხვები.