Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველკვირეული კინოჩვენებები მოეწყობა

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ყოველკვირეული კინოჩვენებები მოეწყობა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა კინოს მოყვარულებს სთავაზობს ყოველკვირეულ კინოჩვენებებს ახლადგახსნილ აუდიტორიაში. პროექტი 2010 წლის 7 ოქტომბერს დაიწყება.

კინოხელოვნების ნიმუშებს განიხილავენ ცნობილი კრიტიკოსები. ჩვენების შემდეგ მაყურებელს საშუალება ექნება ჩაერთოს ფილმის შესახებ დისკუსიაში. კინოსეანსი  გაიმართება კვირაში ერთხელ.

კინოჩვენებები ეროვნული ბიბლიოთეკის ახლად შექმნილ აუდიტორიაში ჩატარდება (ლ. გუდიაშვილის ქუჩა 7, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მესამე კორპუსი). აუდიტორიაში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველთა რეგისტრაცია მოხდება წინასწარ. დასწრების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ მისამართზე mchkonia@nplg.gov.ge; (გთხოვთ, ელექტრონული წერილში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი) ან ტელეფონის საშუალებით 99 06 33.

პირველი ჩვენება გაიმართება 7 ოქტომბერს 17:00 საათზე.

 

საიტიდან:

[საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა - სიახლეები]