Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

6f2d8749b238

თბილისის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 29 სექტემებრს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიხსნება. ფესტივალის პროგრამაშია ქართული სპექტაკლები და საერთაშორისო პროგრამა, აგრეთვე სემინარები, გამოფენები და პრეზენტაციები. ფესტივალზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი მოქმედი რეპერტუარიდან ორ სპექტაკლს წარმოადგენს: ლაშა ბუღაძის „7 პ.პ“ – რომლის რეჟისორი ზურაბ გეწაძეა და რომელიც ფესტივალს გახსნის, და ჰენრიკ იბსენის „ხალხის მტერი“, (რეჟისორი გოგი ქავთარაძე). ქართული სპექტაკლების პროგრამის ფარგლებში მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი, ორ ქართულ თეატრს – თელავის და შიშველ თეატრებს – უმასპინძლებს. ეს თეატრები წარმოადგენენ შემდეგ სპექტაკლებს: თამაზ ჭილაძის „ჰუმანიტარული დახმარება ბავშვებისათვის“, (რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე) და „და იქმნა თამაში“, (რეჟისორი ნანა კვასხვაძე). გარდა ამისა, ფესტივალზე საქართველოს 26 თეატრის მიერ 36 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, მათ შორის, რობერტ სტურუასა და რეზო გაბრიაძის სპექტაკლები. საერთაშორისო პროგრამა კი 11 ქვეყნის: იტალიის, ლიტვის, ესტონეთის, საფრანგეთის, ხორვატიის, ირანის, რუსეთის, ინგლისის, ისრაელის, სომხეთისა და გერმანიის მიერ წარმოდგენილ 12 სპექტაკლს აერთიანებს. მათ შორის არის იტალიის პიკოლოს თეატრის სპექტაკლი „არლეკინი, ორი ბატონის მსახური“, ისრაელის თანამედროვე ცეკვის კომპანია კიბუცის სპექტაკლი „ბნელ ღამეში“, რუსეთის გიორგი ტოვსტონოგოვის სახელობის დიდი დრამატული თეატრის სპექტაკლი „კოპენჰაგენი“ და სხვები. თეატრალური ფესტივალის საერთაშორისო პროგრამას შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრები, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი, ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული და თავისუფალი თეატრი უმასპინძლებენ.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 1-2 ოქტომბერს პროფესიონალ კრიტიკოსთა სიმპოზიუმი „კულტურული ხიდი“ გაიმართება, რომელსაც თეატრის კრიტიკოსთა ასოციაცია, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი წარმოადგენს. სიმპოზიუმის თემა არის: თეატრი-მაყურებელი-კრიტიკა - „ბერმუდის სამკუთხედი“ თუ „იდეალური სამება.“ „თეატრის პროფესიონალები და კრიტიკოსები ხშირად მაყურებლის სახელით ლაპარაკობენ. მაყურებელს კი აზრის გამოხატვას იშვიათად სთხოვენ. თეატრალური ჯილდოები და პრემიები ჟიურის მიერ ხშირად მაყურებლის გემოვნების საწინააღმდეგოდ გაიცემა,“ - ასე ფიქრობენ სიმპოზიუმის ინიციატორები და გვთავაზობენ, ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ თეატრალური სტანდარტები იმ ხალხის მოთხოვნების, სურვილებისა და განაჩენის გათვალისწინებით, რომლებიც თეატრალურ დარბაზებს ავსებენ. სიმპოზიუმის ინიციატორები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ სიმპოზიუმი თეატრის პროფესიონალებს, კრიტიკოსებსა და მაყურებელს შორის დიალოგის გამართვის მცდელობაა და მაყურებლის აქტიურ მონაწილეობას ითვალისწინებს. სიმპოზიუმი „კულტურული ხიდი“ სესიებად დაიყოფა და ქართული თეატრის ირგვლივ დისკუსიას დაეთმობა. თითოეული მოხსენებისთვის გათვალისწინებულია 10-15 წუთი, ხოლო ჩართვებისთვის - 5 წუთი. სიმპოზიუმი სინქრონული თარგმანის თანხლებით წარიმართება. მისი ხელმძღვანელი კი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თეატრმცოდნე, კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი, ირინა ღოღობერიძეა.

საერთოდ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2009 წლის მაისში ქალაქ თბილისის მერიის მიერ დაფუძნდა. ფესტივალის მიზანია - თბილისისა და საქართველოს კულტურული ცხოვრების გამდიდრება თანამედროვე ხელოვნებისა და კულტურის საუკეთესო ნამუშევრებით, ქართული ხელოვნების პროპაგანდა და წარმოჩინება საერთაშორისო ფესტივალებთან, კულტურულ ინსტიტუტებთან და მედიასთან თანამშრომლობა, ასევე, „Showcase“-ის შექმნა ქართველი მაყურებლისათვის და პირიქით-ქართული „Showcase“-ის შექმნა უცხოელი მაყურებლისათვის. ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი ამბობს: „ფესტივალი, როგორც წესი, ქალაქის კულტურულ პოტენციალს ამთლიანებს და აერთიანებს და ამით მაყურებელს, მოსახლეობას, საკუთარ ქალაქზე და ქვეყანაზე ახალ ხედვასა და პერსპექტივას უქმნის კულტურულ და სოციალურ კონტექსტში. ჩვენ გვსურს, ხალხთან ერთად აღმოვაჩინოთ ყველაფერი ახალი - თეატრალური ფორმა, ტექსტი, მსახიობი, მაყურებელი, ღირებულებები, აზრი. . . გვსურს გავარღვიოთ საზღვრები, შევიცნოთ ჯერ უცნობი კულტურები, ახალი და განსხვავებული მიდგომები ხელოვნებისა და სამყაროსადმი. ვფიქრობთ, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ადამიანებისთვის კომუნიკაციის განსაკუთრებული, განსხვავებული საშუალება იქნება.“