Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ღია ვირტუალური კომპიუტერული კურსი: გლობალური სარგებლის ათწლეული

transtransმასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ღია სასწავლო კურსის (MIT OpenCourseWare) მრჩეველთა კომისიის თავჯდომარისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ხელოვნებისა და სოციალური მეცნიერებების სკოლის უცხოური ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის  ხელმძღვანელის, შიგერუ მიაგავას (Shigeru Miyagawa) მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული ბიულეტენის  სექტემბერი-ოქტომბრის გამოშვებაში დაბეჭდილ კომენტარში განხილულია OCW-ს (ვირტუალური სწავლების პროგრამის) ბევრი წარმატება. საქმე ისაა, რომ პროგრამას  10 წლის იუბილე უსრულდება.


მიაგავა წერს, რომ OCW-მ „ყველა მოლოდინს გადააჭარბა“ და მას გააჩნია ტრანსმორმაციული ეფექტები ოფიციალურ და არაოფიციალურ სწავლებებებზე მთელს მსოფლიოში.

„მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ღია დისტანციური ინტერნეტ-კურსი მართლაც მიღწევაა მთელს უნივერსიტეტში, ეს არის სასწავლო პროგრამა, რომელშიც გაერთიანებულია MIT–ის დაახლოებით 1,400 პროფესორ-მასწავლებლისა და იმავე რაოდენობის სტუდენტთა ერთობლივი ძალისხმევა. ეს არის ინტელექტუალური ფილანტროფიის კოლექტიური ქმედება, რაც მართლაც ასახავს MIT-ის საზოგადოების ვალდებულებას ცოდნის გავრცელებისადმი საზოგადოების კეთილდღეობისთვის,“ – აცხადებს მიაგავა.

მიაგავა მოგვითხრობს პროგრამის წარმატებების შესახებ. მისი სრული კომენტარების წასაკითხად, გთხოვთ, იხილოთ:
http://web.mit.edu/fnl/volume/231/miyagawa.html.

სტატია ვრცლად (ინგლ.): MIT news

ჩვენი კომენტარი

transმასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (MIT) – აშშ-ს (თუ მსოფლიოს) ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი დაწესებულებაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში.

MIT OpenCourseWare – ამ ინსტიტუტის ღია დისტანციური სასწავლო პროგრამაა, რომელიც მოიცავს ლექციებს, საგამოცდო მასალებს, დამატებით საკითხავ სიებს და მრავალ სასწავლო რესურს. ეს ყველაფერი უფასოდ – ღიადაა გამოქვეყნებული და ნებიმიერ მსურველს შეუძლია მათი გამოყენება საკუთარი სასწავლო მიანებისათვის. თემატიკების არჩევანიც დიდია – "ისლამსი არქიტექტურიდა" "კომპიუტერული ქსელების ადმინისტრაციასა" თუ "ბიოტექნოლოგიამდე".