Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო განათლების ცენტრი - CIE-კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტი (აპრილი 2011 – მარტი 2012)

საერთაშორისო განათლების ცენტრი - CIE-კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტი (აპრილი 2011 – მარტი 2012) - პროგრამის აღწერა:კემბრიჯის უნივერსიტეტი ღია საზოგადოების ინსტიტუტთან  ერთად იწვევს ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ყოფილი საბჭოთა კავშირის, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს კემბრიჯის კოლეჯების სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის მისაღებად.პროგრამა გთავაზობთ სტაჟირებას კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთ კოლეჯში ერთი თვის  ვადით ძირითადად ზაფხულის პერიოდში (ივლისი-სექტემბერი).

პროგრამის მონაწილეები როგორც წესი უნდა იყვნენ უნივერსიტეტის პედაგოგები  ან კვლევითი ინსტიტუტების თანამშრომლები, რომელთაც აქვთ  სადოქტორო ხარისხი და სურთ იმუშავონ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში  და კონსულტაციები მიიღონ და სამეცნიერო და აკადემიური კავშირები დაამყარონ იქაურ სპეციალისტებთან კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებულ ნებისმიერ დარგში.

უპირატესობა  მიენიჭება მათ, ვინც მუშაობს ისეთ სპეციფიურ პროექტზე როგორიც არის წიგნი ან ახალი სალექციო კურსი და ასევე მათ, ვისაც არ ჰქონია უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები კარგად უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას.


ის აპლიკანტები, რომლების ორ თვეზე მეტი ხნის ვადით ნამყოფნი არიან ან გეგმავენ გამგზავრებას უცხოეთში 2010 წლის 1 აპრილიდან, კემბრიჯში გამგზავრებს სავარაუდო თარიღამდე, პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვებიან. ასევე არ დაიშვებიან ის აპლიკანტები, რომლებმაც წინა წლებში ისარგებლეს ამ გრანტით.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2010 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაცია კემბრიჯის უნივერსიტეტების დეპარტამენტებისა და ფაკულტეტების შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ კემბრიჯის უნივერსიტეტის ვებგვერზე (http://www.cam.ac.uk/ )

საგანაცხადო ფორმებისათვის გთხოვთ მოგვმართოდ შემდეგ მისამართზე ან იხილოთ ვებ გვერდი:  www.cie.ge

საერთაშორისო განათლების ცენტრი
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის N10
საკონტაქტო ტელეფონი: 25 26 15

აპლიკაციის ფორმა გთხოვთ იხილოთ ქვემოთ მიმაგრებულ ფაილში:



მიმაგრებული ფაილის გადმოქაჩვა

 [განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]