Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რიშარდ კაპუშცინსკი – “შაჰინშაჰი”

Ryszard Kapuscinski – Shah of Shahs

აღფრთოვანებული ვარ! რა მაგარია!რა საინტერესო იყო! საუკუნეა ასეთი გადარეული წიგნით არ ვყოფილვარ. ამაზე წინა პოსტებშიც ვიწუწუნე. საოცრად მოვიხიბლე კაპუშცინსკით! ყველას ამაზე ვუყვები.

ეს წიგნი, როგორც ყველა დანარჩენი, პეკინზე 33-ე ბიბლიოთეკაში ვიპოვე. ჩემს წინ ეს წიგნი გატანილი არავის ჰქონდა. მეც იმიტომ ავირჩიე, რომ ირანი მაინტერესებს, მითუმეტეს 1978 წლის რევოლუცია. საერთოდ არ ვიცოდი ეს პერიოდი და მეორე, კაპუშცინსკი პოლონელი ჟურნალისტი იყო და საინტერესოა, როგორ წერენ ჩემი კოლეგები მხატვრულ ნაწარმოებებს.

პირველივე ფურცლებიდან ისე შევედი წიგნში, იმხელა სიამოვნებაა თითოეული გვერდის კითხვა, ისეთი რეალისტურია ნაწარმოები, თანაც როცა კითხულობ, მაშინვე გრძნობ, რა დაგრჩება კითხვის დასრულების შემდეგ.

“შაჰინშაჰს” აშკარად ეტყობა (მე ასე მომეჩვენა), რომ ჟურნალისტის დაწერილია, მუდმივად ფაქტებს ეყრდნობა და ეჭვი არ შეგეპარება ნებისმიერი ეპიზოდის ისტორიულ სიზუსტეში. სიუჟეტს ფოტოსურათებით, ჩანაწერებით აგებს, ვარაუდებს სხვას ათქმევინებს, ფაქტებს ავტორის ტექსტად აქცევს (ჟურნალისტია!). როცა კითხულობ, ხვდები, რომ ერთ დღესაც კი არ დაჯდა დასაწერად, ასე ექსპრომტად, არამედ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე.

წიგნი ირანის ბოლო შაჰზე და 1978 წლის რევოლუციაზეა, რომელსაც აიათოლა ჰომეინი ხელმძღვანელობდა. რევოლუცია (მართალია უსისხლო) ჩვენთანაც მოხდა და ბევრი რამ მეცნო, თუმდაც ის, რომ ხალხი წყობილების შეცვლისთვის იბრძოდა, წავიდა შაჰ რეზა, მოვიდა ჰომეინი, მაგრამ რა? არავინ იცოდა როგორ დაეწყო სახელმწიფოს შენება. არადა სისტემის შეცვლა ქვედა ფენებიდან და აზროვნების შეცვლიდან იწყება.

შაჰი სწავლის მსურველებს საზღვარგარეთ აგზავნიდა, რადგან იცოდა სტუდენტებში საღი აზრი და მეამბოხეები მატულობს. ამიტომ დღეს საფრანგეთსა და გერმანიაში უფრო მეტი ირანელი ექიმია, ვიდრე ირანში.

საინტერესო იყო ნავთობთან დაკავშირებული მოსაზრებაც

“ნავთობი სრულიად განსხვავებული ცხოვრების, უქმი და არხეინი არსებობის ილუზიას უქმნის ადამიანს. ნავთობი არის ნედლეული, რომელიც ადამიანის აზროვნებას წამლავს, გონებას აბნელებს, ახდენს მის დემორალიზაციას, ნავთობი ნამდვილად საოცნებო რამაა, ზღაპარია და როგორც ყველა ზღაპარი, ტყულილია და მეტი არაფერი

საოცრად აქვს ნაჩვენები როგორ ზედაპირულად აშუქებს უცხოური მედია ირანში მიმდინარე მოვლენებს. კაპუშცინსკი რევოლუციის დროს თავად იმყოფებოდა ირანში.

გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ გამოცემულ ამ წიგნს ბოლოს თან ახლავს კაპუშცინსკის ინტერვიუები, სადაც ჟურნალისტიკაზეც საუბრობს . მისი აზრით, დღევანდელ მედიას რეალური ისტორიები აკლია, რაც საკითხს სრულად წარმოაჩენს. ამაზე სულ გვაქვს ხოლმე საუბარი რედაქტორთან, ამას ყველა განვიცდით და ვაღიარებთ, თუმცა რეალურად რას ვაკეთებთ, ეს სხვა საკითხია.

ეს პოლონელი მწერალი, რეპორტიორი, პუბლიცისტი ნობელის პრემიაზე ორჯერ ყოფილა წარდგენილი, თუმცა არც ერთხელ არ მიუღია. ისეთი მოხიბლული ვარ მისი “შაჰინშაჰით”, ვფიქრობ იმსახურებდა.

საიტიდან:

შთაბეჭდილებები კითხვის შემდეგ